"ივანიშვილს თანხებზე წვდომა აქვს შეზღუდული. ჩვენ ამას არაფორმალური სანქცირება ვუწოდეთ" - რას აცხადებენ ყოფილი პრემიერის მრჩევლები "კრედიტ სუისთან" დაკავშირებით - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს თანხებზე წვდომა აქვს შეზღუდული. ჩვენ ამას არაფორმალური სანქცირება ვუწოდეთ" - რას აცხადებენ ყოფილი პრემიერის მრჩევლები "კრედიტ სუისთან" დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი მრჩევ­ლე­ბი "კრე­დიტ სუ­ისს“-თან მიმ­დი­ნა­რე და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი მრჩევ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, "კრე­დიტ სუ­ისს“-თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი სიბ­რტყი­დან გა­ვი­და და პო­ლი­ტი­კუ­რი გახ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც 2022 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლოს უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო და მარ­ტი­დან უკვე ივა­ნიშ­ვილს პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა რო­გორც პი­რა­დი თან­ხე­ბის მი­ღე­ბას­თან, ასე­ვე, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის და საფ­რე­ნი აპა­რა­ტის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ივა­ნიშ­ვი­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი მრჩევ­ლე­ბი, ჩვე­ნი­ვე მარ­წმუ­ნებ­ლის ინ­სტრუქ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თვის ვპირ­დე­ბო­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ვამ­ყო­ფებ­დით ინ­ფორ­მი­რე­ბულს ივა­ნიშ­ვილ­სა და "კრე­დიტ სუ­ისს“-ს შო­რის მიმ­დი­ნა­რე და­ვის შე­სა­ხებ. ჩვენ ამ და­პი­რე­ბის­თვის არას­დროს გა­დაგ­ვიხ­ვე­ვია, თუმ­ცა, ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სა­კი­თხზე უკა­ნას­კნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 თვე მი­ი­ლია. აქ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან ჩვე­ნი თავ­შე­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი "კრე­დიტ სუ­ისს“-ის მხრი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბის (ან, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ჩანს, მო­ლა­პა­რა­კე­ბის იმი­ტა­ცი­ის) მცდე­ლო­ბა იყო. ამ პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში, ჩვენ ღირ­სე­უ­ლად მიგ­ვაჩ­ნდა, რომ შე­საძ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რი­სა და მისი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ნე­გა­ტი­უ­რი ცნო­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა გვმარ­თებ­და. სწო­რედ ეს გახ­და იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ უკა­ნას­კნე­ლი პე­რი­ო­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე ინ­ფორ­მა­ცია არ მიგ­ვი­წო­დე­ბია.

თუმ­ცა, ახლა ჩვენ­თვის ცხა­დია, რომ ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტის მხრი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბის ილუ­ზი­ის შექ­მნა სი­ნამ­დვი­ლე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და არა რა­ი­მე სხვას, თუნ­დაც, ბან­კის­თვის რა­ი­მე სარ­გებ­ლის მი­ღე­ბას. ამი­ტომ, ჩვენ გვი­წევს ისევ და­ვუბ­რუნ­დეთ სა­ჯა­რო სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცეს და მათ შო­რის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ვი­ტა­ნოთ ის სა­კი­თხე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში და­ვა­ა­ნონ­სეთ პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის სა­ხით. ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე, გვექ­ნე­ბა მისი და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში გა­ტა­ნის მცდე­ლო­ბაც. რა თქმა უნდა, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში სა­კი­თხის გა­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუკი ამ მცდე­ლო­ბამ ისე­თი­ვე ბედი არ გა­ი­ზი­ა­რა, რო­გო­რიც წინა შემ­თხვე­ვებ­ში. შე­გახ­სე­ნებთ, წარ­სულ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო და შვე­ი­ცა­რი­ულ მე­დი­ას უპ­რობ­ლე­მოდ გაჰ­ქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ბან­კის დარ­ღვე­ვებ­თან, ასე­ვე, შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სა­სა­მარ­თლო­სა და მარ­თლსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, რო­დე­საც საქ­მე მიდ­გა ჩვენს გან­ცხა­დე­ბებ­ზე, რომ "კრე­დიტ სუ­ისს“-ის მე­ნე­ჯმენ­ტი გან­ზრახ მოქ­მე­დებ­და ბან­კის იმი­ჯის, ისე­ვე, რო­გორც შვე­ი­ცა­რი­ის სა­ხელ­მწი­ფოს რე­პუ­ტა­ცი­ის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად და ჩარ­თუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლა­ში, ჩვენ­თვის მე­დია სივ­რცე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­ხუ­რა. თუკი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამ­გვა­რი ბლო­კი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, ეს ცალ­კე, და­მა­ტე­ბი­თი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­კითხს, ჩვენ შე­ვეც­დე­ბით ის სა­ქარ­თვე­ლოს რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­სა­გე­ბად ავ­ხსნათ, რად­გან, ზო­გა­დად, სა­კი­თხი საკ­მა­ოდ სპე­ცი­ფი­კურ პრო­ფე­სი­ულ ცოდ­ნას მო­ი­თხოვს.

ვინც ჩვენ­გან მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თვალს ადევ­ნებ­და, მას ემახ­სოვ­რე­ბა, რომ "კრე­დიტ სუ­ისს“-თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი სიბ­რტყი­დან გა­მო­ვი­და და წმინ­დად პო­ლი­ტი­კუ­რი გახ­და. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც 2022 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლოს უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­წყო სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი, ხოლო უკვე მარ­ტის თვი­დან ივა­ნიშ­ვილს შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი რო­გორც პი­რა­დი თან­ხე­ბის მი­ღე­ბას­თან, ისე ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის და საფ­რე­ნი აპა­რა­ტის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­შინ, მარ­თა­ლია დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, თუმ­ცა სა­კი­თხე­ბი სა­სა­მარ­თლოს გზით ამო­ი­წუ­რა. ამა­ვე დროს, ეს პრობ­ლე­მურ სა­კი­თხთა ნუს­ხის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და, რად­გან ივა­ნიშ­ვილს ძი­რი­თად აქ­ტი­ვებ­ზე - თან­ხებ­ზე წვდო­მა ჰქონ­და და აქვს შე­ზღუ­დუ­ლი. ჩვენ ამ მოვ­ლე­ნას არა­ფორ­მა­ლუ­რი სან­ქცი­რე­ბა ვუ­წო­დეთ. აქ სა­უ­ბა­რი არის არა იმ თან­ხებ­ზე, რომ­ლებ­ზეც დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს, არა­მედ სწო­რედ იმ თან­ხებ­ზე, რომ­ლე­ბიც "კრე­დიტ სუ­ისს“-ში ქურ­დო­ბი­სა და თაღ­ლი­თო­ბის ფაქტს გა­და­ურ­ჩა. აი, სწო­რედ ეს გა­დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხა, კლი­ენ­ტმა გა­ი­ტა­ნა ნა­წი­ლი სხვა შვე­ი­ცა­რი­ულ ბან­კში, ხოლო მცი­რე ნა­წი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 5% დარ­ჩა "კრე­დიტ სუ­ისს“-ში მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს იყო ფორ­მა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე და­ვე­ბის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ვე­სა­ყო­ფად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი იმარ­თე­ბო­და და იმარ­თე­ბა ორი ტრას­ტის მეშ­ვე­ო­ბით. ეს არის ფი­ნან­სუ­რი სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილს თა­ვად "კრე­დიტ სუ­ისს“-მა ურ­ჩია. ერთი ტრას­ტი მდე­ბა­რე­ობს სინ­გა­პურ­ში, ხოლო მე­ო­რე ტრას­ტი ეკუთ­ვნის გერნ­სის კუნ­ძუ­ლე­ბის იუ­რის­დიქ­ცი­ას (დიდ ბრი­ტა­ნეთს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია). სწო­რედ ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ იმარ­თე­ბა "კრე­დიტ სუ­ისს“-ს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ძი­რი­თა­დი თან­ხე­ბი. ტრას­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც იმი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო, რომ ის არის ბანკთან და­ვა­ში მო­ნა­წი­ლე სუ­ბი­ექ­ტი. არის ის ნი­უ­ან­სიც, რომ, ბან­კის მხრი­დან თან­ხმო­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, ტრას­ტე­ბის და­ხურ­ვა საკ­მა­ოდ ხან­გრძლივ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რას მო­ი­თხოვს (აქვე ისიც უნდა ით­ქვას, რომ ბანკს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა და სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და, უარი ეთ­ქვა კლი­ენ­ტის­ვე სა­სარ­გებ­ლოდ შექ­მნი­ლი ტრას­ტის და­ხურ­ვა­ზე). შე­სა­ბა­მი­სად, თან­ხა კი გა­და­ვი­და სხვა ბან­კში, მაგ­რამ აქ­ტივს მა­ინც ტრას­ტე­ბი მარ­თა­ვენ, რაც ნიშ­ნავს, რომ თან­ხებ­ზე წვდო­მა ტრას­ტე­ბის მიღ­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ხსე­ნე­ბუ­ლი ტრას­ტი "კრე­დიტ სუ­ისს“-ის ტრას­ტია და, მი­უ­ხე­და­ვად "კრე­დიტ სუ­ისს“-თან კავ­ში­რი­სა, იგი საკ­მაო ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებ­და თა­ვის ფუნ­ქცი­ებს კლი­ენ­ტის­თვის დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნის გა­რე­შე. ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა გრძელ­დე­ბო­და სწო­რედ 2022 წლის მარ­ტამ­დე, ანუ, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ­დე. 2022 წლის მარ­ტი­დან "კრე­დიტ სუ­ისს“-ის ტრასტმა, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რი­ვი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ და­ი­ხუ­რე­ბო­და კლი­ენ­ტის მიერ, და­ი­წყო ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნა, რაც პრაქ­ტი­კა­ში ჯერ გა­დახ­დე­ბის ერთ-თვი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბა­ში, ხოლო მას შემ­დეგ კი კუთ­ვნილ თან­ხებ­ზე წვდო­მის სრულ ბლო­კი­რე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა.

აქ გვსურს მოკ­ლე გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა: სინ­გა­პურ­სა და ბერ­მუ­და­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მარ­თა­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ორი­ვე იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში დავა დიდი ხნის და­წყე­ბუ­ლია: ბერ­მუ­და­ზე სარ­ჩე­ლი 2016 წელს შე­ვი­და, ხოლო სინ­გა­პურ­ში იუ­რის­დიქ­ცი­ის სა­ბო­ლოო დად­გე­ნა 2020 წლის მარ­ტში მოხ­და. ამ­დე­ნად, ის ეტა­პი, რო­დე­საც მხა­რე­ე­ბი ახალ ფაქ­ტებ­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და პრე­ტენ­ზი­ებ­ზე მი­უ­თი­თებ­დნენ, 2021 წლის ნო­ემ­ბრის­თვის სა­ბო­ლო­ოდ და­ი­ხუ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თა­რი იუ­რის­ტე­ბის რჩე­ვით, ივა­ნიშ­ვილს მი­ე­თი­თა, რომ თან­ხებ­ზე წვდო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე და­ვე­ბის ფორ­მატ­ში და ფარ­გლებ­ში სა­სა­მარ­თლო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა ვე­ღარ მოხ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­დე­საც 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სინ­გა­პურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლი წარ­სდგა მოწ­მის ჩვე­ნე­ბით, მან ოს­ტა­ტუ­რად ისარ­გებ­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის ად­ვო­კა­ტის კი­თხვით და თა­ვის პა­სუხ­ში სა­სა­მარ­თლოს მი­ა­ნიშ­ნა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "კრე­დიტ სუ­ისს“-ი იქ­ცე­ვა რო­გორც "განგსტე­რუ­ლი ბან­კი“. ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბან­კი არა­თუ აი­ძუ­ლებს კლი­ენტს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ედა­ვოს ბანკს სხვა­დას­ხვა იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში, არა­მედ არც თა­ვად შვე­ი­ცა­რი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და სა­სა­მარ­თლოს მიერ ჯერ კი­დევ 2019 წელს და­ვა­ლე­ბულ გა­დახ­დებს ახორ­ცი­ე­ლებს. მე­ტიც, "კრე­დიტ სუ­ისს“-დან გა­ტა­ნილ, თუმ­ცა "კრე­დიტ სუ­ისს“-ის ტრას­ტე­ბის მარ­თვა­ში დარ­ჩე­ნილ თან­ხებ­ზე წვდო­მას სრუ­ლად უზღუ­დავს. მარ­თა­ლია, სა­კი­თხის მო­სა­მარ­თლემ­დე მი­ტა­ნა მარ­ტი­ვი არ იყო, რად­გან სა­კი­თხი პირ­და­პირ არ უკავ­შირ­დე­ბო­და მიმ­დი­ნა­რე და­ვას, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლოს ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მო­ხერ­ხდა. შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლემ უკვე "კრე­დიტ სუ­ისს“-ს და­უს­ვა კი­თხვა, თუ რა მი­ზე­ზით არ ხდე­ბო­და კლი­ენ­ტის­თვის არა­სა­და­ვო (უდა­ვო) თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვა. სწო­რედ ამ შე­კი­თხვამ გან­სა­ზღვრა ის, რომ "კრე­დიტ სუ­ისს“-მა და­ი­წყო ივა­ნიშ­ვილ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის იმი­ტა­ცია და ამ პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ კლი­ენტს და­უბ­რუ­ნეს იმ თან­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ შვე­ი­ცა­რი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ იყო და­კის­რე­ბუ­ლი 3 წლით ადრე. ამა წლის დე­კემ­ბერ­ში, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი გან­ხორ­ცი­ელ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი თან­ხის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დახ­დის გამო მას­ზე და­რი­ცხუ­ლი პრო­ცენ­ტის გა­დახ­და ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის. ბან­კმა ის თან­ხაც გა­და­ი­ხა­და, რო­მელ­საც "კრე­დიტ სუ­ისს“-ის სინ­გა­პუ­რუ­ლი ტრას­ტი არ რი­ცხავ­და. "კრე­დიტ სუ­ისს“-ი ასე რომ არ მოქ­ცე­უ­ლი­ყო, ეს მწვა­ვედ უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და მო­სა­მარ­თლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ხსე­ნე­ბუ­ლი ბან­კის მი­მართ. ამ­დე­ნად, ბან­კი იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­მნა, გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა გარ­კვე­უ­ლი მა­ნევ­რი, რო­მე­ლიც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მოქ­მე­დე­ბის მცდე­ლო­ბის იმი­ტა­ცია იქ­ნე­ბო­და. აი, სწო­რედ ამ პრო­ცეს­მა გა­მო­იწ­ვია ის პა­უ­ზაც, რო­მე­ლიც იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში და რო­მელ­საც ამ წე­რი­ლის სა­წყის ნა­წილ­ში ვი­სა­უბ­რეთ. პა­რას­კევს, 23 დე­კემ­ბერს ყვე­ლა­ნა­ი­რი ილუ­ზია ამო­ი­წუ­რა.

აქ სა­კი­თხი ერთ მცი­რე გა­დახ­ვე­ვას მო­ი­თხოვს: 2022 წლის 14 დე­კემ­ბერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რომ­ლი­თაც გა­კეთ­და რე­კო­მენ­და­ცია ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­მართ ივა­ნიშ­ვი­ლის სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ ფონ­ზე, ბან­კმა უკა­ნას­კნე­ლი გად­მო­რი­ცხვე­ბი კლი­ენ­ტის მი­მართ სწო­რედ 14 დე­კემ­ბრის შემ­დეგ აწარ­მოა. რა­ტომ გა­ვუს­ვით ხაზი ამ გა­რე­მო­ე­ბას: ჩვენ ვთქვით, რომ გერნ­სის კუნ­ძულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტრას­ტი მარ­თავს ივა­ნიშ­ვი­ლის "კრე­დიტ სუ­ისს“-ს გა­დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხე­ბის უდი­დეს ნა­წილს. ეს თან­ხე­ბი ახლა სხვა შვე­ი­ცა­რი­ულ ბან­კშია, თუმ­ცა იმ­ყო­ფე­ბა "კრე­დიტ სუ­ისს“-ის ტრას­ტის მარ­თვის ქვეშ. არც "კრე­დიტ სუ­ისს“-ს, რო­გორც ბანკს და არც მის ტრასტს არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი არ აქვს და არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არ ას­რუ­ლებ­დეს ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­სტრუქ­ცი­ებს თა­ვი­სი­ვე კუთ­ვნილ თან­ხებ­თან მი­მარ­თე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, გერნ­სის ტრას­ტის ამ მოქ­მე­დე­ბებს ჩვენ ვუ­წო­დეთ პო­ლი­ტი­კუ­რი შან­ტა­ჟი, რად­გან ის ჯერ კი­დევ მარ­ტის თვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გა­და­რი­ცხვებს თავ­და­პირ­ვე­ლად "აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში არ­სე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის“ სა­ბა­ბით აბ­რკო­ლებ­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იუ­რის­ტებს შო­რის ხან­გრძლი­ვი, რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი მი­მო­წე­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამა­სო­ბა­ში, "კრე­დიტ სუ­ისს“-ს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა რე­ზო­ლუ­ცი­ამ მო­უს­წრო 2022 წლის 9 ივ­ნისს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის საბ­ჭოს ივა­ნიშ­ვი­ლის სან­ქცი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. "კრე­დიტ სუ­ისს“-მა გა­მო­სა­ვა­ლი ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ნახა, თუმ­ცა დაგ­ვი­ა­ნე­ბით, რად­გან უკვე ივ­ლი­სის თვე­ში, რო­დე­საც ევ­რო­საბ­ჭოს სხდო­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო და მას­ში არ ასა­ხუ­ლა რა­ი­მე სან­ქცია ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ, ამის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და "კრე­დიტ სუ­ისს“-ის ტრასტმა, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის გამო, მოკ­ლე­ბუ­ლი იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის თან­ხე­ბი გა­და­ე­რი­ცხა. ამ­დე­ნად, ბან­კი უკვე ფას-და­კარ­გულ (არ-გა­ზი­ა­რე­ბულ) რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით არ ური­ცხავ­და კლი­ენტს თან­ხას და ვერც ნორ­მას უთი­თებ­და, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ამას აკე­თებ­და. იგი ბე­ნე­ფი­ცი­არს ეუბ­ნე­ბო­და, რომ სა­კუ­თარ უდა­ვო თან­ხას მხო­ლოდ მა­შინ გა­და­უ­რი­ცხავ­და, თუკი ამას სა­სა­მარ­თლო და­ა­ვა­ლებ­და, რად­გან სხვაგ­ვა­რად იგი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ით იყო თით­ქოს­და შე­ზღუ­დუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ჯე­რად უკვე გერნ­სის სა­სა­მარ­თლო­ში მოგ­ვი­წია გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნა იმის­თვის, რომ კლი­ენტს თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი, უდა­ვო თან­ხე­ბი და­უბ­რუ­ნონ და იქაც პრო­ცე­სი არა და­პი­რე­ბულ დროს, 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, არა­მედ რამ­დენ­ჯერ­მე (სექ­ტემ­ბრი­დან - ნო­ემ­ბერ­ში, ნო­ემ­ბრი­დან - დე­კემ­ბერ­ში, დე­კემ­ბრი­დან - იან­ვარ­ში და ა.შ.) გა­და­დე­ბის შემ­დეგ 2023 წლის მარ­ტში შედ­გე­ბა (თუ ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და, ალ­ბათ, მარ­ტიც გა­და­ი­დე­ბა). სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ეს სა­სა­მარ­თლო და­ვაც კი არ არის. ეს არის ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სი, სა­დაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ედა­ვე­ბი­ან, არა­მედ სა­სა­მარ­თლო უბ­რა­ლოდ ადას­ტუ­რებს გარ­კვე­ულ მოქ­მე­დე­ბას. ამ­გვარ პრო­ცესს, რე­ა­ლუ­რად, ერთი დღე სჭირ­დე­ბა (და ასეც არის, მარ­ტში სწო­რედ ერთ-დღი­ა­ნი პრო­ცე­სია ჩა­ნიშ­ნუ­ლი). მე­ტიც, ილუ­ზო­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში ჩვენ ვთა­ვა­ზობ­დით ბან­კის მა­ღა­ლი პო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, რომ გერნ­სის ტრას­ტის მიერ გა­ჩე­რე­ბუ­ლი თან­ხის სა­კი­თხი სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე მოკ­ლე დრო­ში მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა, თუმ­ცა ამა­ოდ. აქ მთა­ვა­რი და გა­უ­გო­ნა­რი აბ­სურ­დი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ბან­კის ერთი ტრას­ტი თვე­ე­ბია თან­ხას არ რი­ცხავს და სა­სა­მარ­თლო-სა­სა­მარ­თლო დაგ­ვა­ტა­რებს უდა­ვო თან­ხა­ზე, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ივ­ნი­სის რე­ზო­ლუ­ცი­ის მოშ­ვე­ლი­ე­ბით; ხოლო მე­ო­რე ტრას­ტი, სა­დაც მცი­რე თან­ხა იყო, გა­და­რი­ცხვას მე­ო­რე, დე­კემ­ბრის რე­ზო­ლუ­ცი­ი­დან მე­ო­რე დღეს­ვე აკე­თებს, მა­შინ რო­დე­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ეს რე­ზო­ლუ­ცია, ახა­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, თე­ო­რი­უ­ლად სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნია - ის ჰი­პო­თე­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზი­ა­როს კი­დეც ევ­რო­პის საბ­ჭომ. ეს არის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის რე­ა­ლუ­რი "ფასი“ და ეს "ფასი“ იცის "კრე­დიტ სუ­ისს“-მაც. სწო­რი იქ­ნე­ბო­და, რომ ბანკს პირ­ველ შემ­თხვე­ვა­შიც ისე ემოქ­მე­და, რო­გორც იმოქ­მე­და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში. ამ პი­რო­ბებ­ში კი გა­მო­ვი­და, რომ სინ­გა­პუ­რის მო­სა­მარ­თლის უარ­ყო­ფი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით ორი­ვე რე­ზო­ლუ­ცი­ის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა, ხოლო მხო­ლოდ ივ­ნი­სის რე­ზო­ლუ­ცი­ის სა­ბა­ბით ბან­კი გერნ­სის ტრასტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე ხან­გრძლი­ვი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლას მო­ი­თხოვს ჩვენ­გან.

ჩვენ გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ ამ აბ­სურდში ვართ დღეს: ერთი მხრივ, ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტი ერთ-ერთი ტრას­ტის მარ­თუ­ლი თან­ხე­ბი­დან (სა­დაც მსხვი­ლი თან­ხაა) გად­მო­რი­ცხვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უარს ამ­ბობს და სა­სა­მარ­თლო­ში გვიშ­ვებს ევ­რო­პა­რა­ლა­მენ­ტის იმ რე­ზო­ლუ­ცი­ის გამო, რო­მე­ლიც იგ­ნო­რი­რე­ბულ იქნა, რო­გორც ევ­რო­პის საბ­ჭოს, ისე ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ, რი­თაც გაგ­ვი­ფორ­მა გად­მო­რი­ცხვის დაგ­ვი­ა­ნე­ბა სულ მცი­რე ერთი წლით (2022 წლის მარ­ტი­დან 2023 წლის მარ­ტამ­დე, ისიც თუ სა­სა­მარ­თლო მარ­ტში შედ­გა გერნ­სი­ზე);

ხოლო მე­ო­რე ტრას­ტის მარ­თუ­ლი თან­ხე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ გად­მო­რი­ცხვა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის უფრო ძლი­ე­რი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე. ამით ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტმა თვი­თონ აჩ­ვე­ნა, თუ რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვლი­ა­ნია (უფრო ზუს­ტად კი - უსა­ფუძ­ვლოა) მათი მხრი­დან მი­თი­თე­ბა პირ­ველ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე. ეს უკა­ნას­კნე­ლი გად­მო­რი­ცხვა ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტმა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სინ­გა­პუ­რის პრინ­ცი­პუ­ლი მო­სა­მარ­თლის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვით მოხ­და, რად­გან მო­სა­მარ­თლემ მკა­ფი­ოდ დას­ვა კი­თხვა უმი­ზე­ზოდ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი გა­დახ­დე­ბის შე­სა­ხებ, რის იგ­ნო­რი­რე­ბა­საც ბან­კი უბ­რა­ლოდ ვერ მო­ახ­დენ­და, თუნ­დაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის. ეს უკა­ნას­კნე­ლი, ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის პრობ­ლე­მა არ აღ­მოჩ­ნდა.

ეს ყო­ვე­ლი­ვე ნიშ­ნავს და გუ­ლის­ხმობს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი შან­ტა­ჟი გრძელ­დე­ბა და, რო­გორც ჩანს, მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა”, - ნათ­ქვა­მია ივა­ნიშ­ვი­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი მრჩევ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.