"ჩვენს თავს არა­ფე­რი კარ­გი არ "ტრი­ა­ლებს" ან რო­დის "ტრი­ა­ლებ­და"?!" - რას იხსენებს ზაზა აბაშიძე მარიკა ლორთქიფანიძეზე? - კვირის პალიტრა

"ჩვენს თავს არა­ფე­რი კარ­გი არ "ტრი­ა­ლებს" ან რო­დის "ტრი­ა­ლებ­და"?!" - რას იხსენებს ზაზა აბაშიძე მარიკა ლორთქიფანიძეზე?

დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ის­ტო­რი­კო­სი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტის დი­რექ­ტო­რი ბა­ტო­ნი ზაზა აბა­ში­ძე გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ყო­ფის ავ-კარ­გზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში მთელ მსოფ­ლი­ოს დას­ჩემ­და სა­ერ­თო სენი - უწიგ­ნუ­რო­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, არ ნიშ­ნავს ცოდ­ნას და ცოდ­ნის მი­ღე­ბას!. ცოდ­ნა სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბით და ბევ­რი წიგ­ნის წა­კი­თხვის მერე მო­დის. ამა­ში ძა­ლი­ან მო­ვი­კოჭ­ლებთ. ხში­რად ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვის დროს, სა­უ­ბარს ვი­წყებ ასე: თქვენ ალ­ბათ გახ­სოვთ.. და შემ­დეგ ვაგ­რძე­ლებ სა­უ­ბარს და ცოტა ხან­ში ვხვდე­ბი, რომ არა­ფე­რი არ ახ­სოვთ, იმი­ტომ, რომ არ იცი­ან და ბევ­რი რამ წა­კი­თხუ­ლი სა­ერ­თოდ არ აქვთ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რომ ვუ­თხრა მათ, რომ თუნ­დაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას, სტუ­დენ­ტებ­მა არა მარ­ტო ინ­ტერ­ნე­ტი გა­მო­ი­ყე­ნონ, არა­მედ რა­ღაც წიგ­ნი მა­ინც წა­ი­კი­თხონ.

ჩვენს დრო­საც ხომ იყ­ვნენ ზარ­მა­ცე­ბი, უწიგ­ნუ­რე­ბი და ასე შემ­დეგ. აი, ყვე­ლა­ზე უწიგ­ნუ­რი ვინც იყო ჩვენს დროს, ის იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წიგ­ნი­ე­რი დღე­ვან­დელ ფრი­ა­დო­სან­თან შე­და­რე­ბით.

მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც მე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე ლა­ბო­რან­ტად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა­ზე, პირ­და­პირ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ყო­ვე­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ნაშ­რო­მე­ბი­სა თუ მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბის წა­კი­თხვას. სამ­წუ­ხა­როდ, ასე აღარ არის. დღეს ნაკ­ლე­ბად იძ­ლე­ვი­ან მსგავს და­ვა­ლე­ბებს და ცხა­დია, ნაკ­ლე­ბა­დაც ას­რუ­ლე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი ამას.

- თქვე­ნი, რო­გორც ის­ტო­რი­კო­სის თვალ­თა­ხედ­ვა მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩვენს თავს რა ტრი­ა­ლებს?

- ჩვენს თავს არა­ფე­რი კარ­გი არ "ტრი­ა­ლებს“ ან რო­დის "ტრი­ა­ლებ­და“?! რო­დის, რა ეპო­ქა­ში არ ხდე­ბო­და ის, რაც დღეს ხდე­ბა? აი "ოქ­როს ხა­ნას“ რომ ვუ­წო­დებთ თა­მა­რის ეპო­ქას, ნამ­დვი­ლად "ოქ­როს ხა­ნაა“, წარ­მა­ტე­ბე­ბის პე­რი­ო­დი, მაგ­რამ, გგო­ნი­ათ მა­შინ არ იყო პრობ­ლე­მე­ბი? უმ­თავ­რე­სად სო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის, და სა­ერ­თოდ ყვე­ლა სფე­რო­ში? ჩა­ხე­დეთ წყა­რო­ებს და დარ­წმუნ­დე­ბით! დღეს, რომ ვართ, კი­დევ კარ­გად ვართ! გე­კი­თხე­ბით თქვენც და ყვე­ლას - რო­დის ვი­ყა­ვით უკე­თე­სად 10-20 წლის წინ? თუ 50 წლის წინ! თუ 100 წლის წინ? ეგებ 400 წლის წინ? 540, 970,1200 წლის წინ? მოკ­ლედ, დღე­ვან­დე­ლი რთუ­ლი პე­რი­ო­დი არა­ხა­ლია, გა­მოვ­ძვრე­ბით... შე­საძ­ლოა, კარ­გად არ ვართ, მაგ­რამ ვიქ­ნე­ბით!

- სვა­ვე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ვი­ყა­ვით მუ­დამ...

- და არც ერთი მე­გო­ბა­რი მის დღე­ში გვერ­დით არ გვყო­ლია. ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებს არა­მარ­ტო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ მოქ­მე­დებს ში­ნა­გან პრო­ცე­სებ­ზეც. ზე­მო­დან რუ­სე­თი გვად­გას, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი წა­ი­ღო, აქეთ, ქვე­მოთ კი­დევ მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც არაფ­რის ლა­პა­რა­კი არ მინ­და, მაგ­რამ დიდი მე­გობ­რო­ბით ისი­ნიც არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

- ბა­ტო­ნო ზაზა, რო­გორ ფიქ­რობთ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, მო­მა­ვალ­ში რო­გორ აი­სა­ხე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე?

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე უკვე ისა­ხე­ბა, არც თუ და­დე­ბი­თად! სა­ერ­თოდ, ცხა­დია, არც ერთ ქვე­ყა­ნა­ზე არ აი­სა­ხე­ბა და­დე­ბი­თად.

- გე­რონ­ტი ქი­ქო­ძე ამ­ბობ­და:“არა ჩვენ, მხო­ლოდ ევ­რო­პა გა­დაგ­ვარ­ჩენს. ვახ­ტან­გი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი წერ­და: "არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ აღ­მო­სავ­ლეთს არ უნდა შე­ვე­ლი­ო­თო“, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძემ და­წე­რა: "არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ წიხ­ლი არ უნდა ვკრათ აღ­მო­სავ­ლეთს, მაგ­რამ ევ­რო­პაც მშვე­ნი­ე­რია. და ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა მოხ­დეს მათი ქორ­წი­ლი ქარ­თუ­ლი ნა­დი­მი­თო.. და მა­ინც, ევ­რო­პა თუ აზია?

- ევ­რო­პა! რუ­სეთ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე გა­მო­რი­ცხუ­ლია! ასე­ვე ჩვენ ვართ უდა­ვოდ აღ­მო­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოც და ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დეს მე­ზობ­ლებ­თან - თურ­ქებ­თან, ირა­ნე­ლებ­თან. ჩი­ნეთ­თან და ია­პო­ნი­ას­თა­ნაც, რად­გან აღ­მო­სავ­ლე­ლის მენ­ტა­ლი­ტე­ტი ჩვენ­თვის უცხო არ არის და ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით. იცით რა, ჩვენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ერი ვართ, თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რე­ბით, კულ­ტუ­რით, ზნით და ზნე­და­ცე­მუ­ლო­ბი­თაც კი, ამი­თაც გან­სხვავ­დე­ბით ყვე­ლა­სა­გან, მაგ­რამ ჩვენ ისეთ ად­გი­ლას ვცხოვ­რობთ, სა­დაც შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი გვაქვს რო­გორც და­სავ­ლუ­რი, ისე აღ­მო­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რა. და მა­ინც მგო­ნია, რომ ერ­თა­დერ­თი ხსნა არის ევ­რო­პა, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხედ­რო - პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. მა­ინც - ევ­რო­პა! გააგრძელეთ კითხვა