"ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია..." - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი? - კვირის პალიტრა

"ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია..." - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე გა­აკ­რი­ტი­კა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა მო­რალს უკი­თხა­ვენ, თა­ვის დრო­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ.

"ვიცი, რომ ეს აქ­ცია იყო არამ­ხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ამას თან ახ­ლდა სხვა­დას­ხვა მე­სი­ჯ­ბოქ­სე­ბი, რაც ვრცელ­დე­ბო­და ამ ბოლო დღე­ებ­ში. ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, რომ მომ­ხდა­რი­ყო ზე­წო­ლა პრე­ზი­დენტზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, იმ პარ­ტი­ის­გან, რომ­ლის მე­თა­უ­რე­ბი არ­სად იყ­ვნენ 2007 წელს. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი მომ­ხდა­რი იყო და ნა­თე­ლი იყო. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს მე­მუქ­რე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ფორ­მით, კა­რი­ე­რით თუ სხვა­დას­ხვა ფორ­მით. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სად არ იყ­ვნენ მა­შინ. ახლა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მი­კი­თხა­ვენ მო­რალს, რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლო სა­ა­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც ახლა და­ცე­მუ­ლია... რას მი­კი­თხა­ვენ მო­რალს და რას მას­წავ­ლი­ან, თუნ­დაც ის ოთხე­უ­ლი, რო­მე­ლიც იქეთ-აქეთ დარ­ბი­ან.

აქ ნა­თე­ლია, რომ ერ­თობ­ლი­ვი თა­მა­შია სხვა­დას­ხვა ძა­ლის, რო­მე­ლიც ვი­თომ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან..." - თქვა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.