"არანაირი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს იურიდიულ სახესაც მიიღებს მალე" - რას წერს გიორგი გამსახურდია დედაზე? - კვირის პალიტრა

"არანაირი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს იურიდიულ სახესაც მიიღებს მალე" - რას წერს გიორგი გამსახურდია დედაზე?

გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ოჯახ­ში შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ზე", მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას უმ­ცრო­სი შვი­ლი გი­ორ­გი, მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მალე იუ­რი­დი­ულ სა­ხეს მი­ი­ღებს.

გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია:

"არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქონ­და, რომ მა­ნა­ნა არჩვა­ძე­ზე რამე მეთ­ქვა. მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, ყვე­ლა ზღვრებს გა­და­ვი­და. ვი­საც ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის სი­კე­თე უკე­თე­ბია, ყვე­ლას გა­უ­საძ­ლი­სი პი­რით ლან­ძღავს. არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო მე მას­თან არ მაქვს და ეს იუ­რი­დი­ულ სა­ხე­საც მი­ი­ღებს მალე".

გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ და­წე­რი­ლი "ტვი­ტი" უფ­როს­მა ძმამ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რა და და­წე­რა, რომ მა­ნა­ნა არჩვა­ძე აგ­რე­სი­ულ ხალ­ხთა ჯგუფს, სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებს.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია:

"მა­ნა­ნა არჩვა­ძის დესტრუქ­ცი­ულ­მა ქმე­დე­ბებ­მა, იყე­ნებს რა, ფსი­ქი­კუ­რად არამ­დგრად, ხელ­მო­ცა­რულ და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ აგ­რე­სი­ულ ჯგუფს, ოჯა­ხის, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის, ზვი­ა­დის სა­ხე­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, ისეთ ზღვარს მი­აღ­წია, რო­დე­საც გა­ჩუ­მე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ამის შე­სა­ხებ"

კონ­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია მა­ნა­ნა არჩვა­ძის მი­სა­მარ­თით ხში­რად აქ­ვეყ­ნებს პოს­ტებს, სა­დაც ქა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ სხვა­დას­ხვა მოქ­მე­დე­ბებს აპ­რო­ტეს­ტებს. ერთ-ერთ ბოლო პოს­ტში გამ­სა­ხურ­დია წერ­და, რომ არჩვა­ძის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას საფ­ლა­ვის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა ჩა­ხერ­გეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მას შემ­დეგ, რაც ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია დაჭ­რეს, პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მა­ნა­ნა არჩვა­ძე, ცოტ­ნეს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად კოლ­ხურ კოშკში აღარ უშ­ვებს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბა ისევ უცხო­ეთ­ში სჭირ­დე­ბა.

ambebi.ge