"გუშინ ქუჩაში გოგონა მლანძღავდა და მომაძახა, ამიტომაც გაგექცა ქმარიო. ამიტომ ვწერ, კიდევ რომ არ მომაძახოთ" - რას წერს ნანიკო ხაზარაძე ლევან მათითაშვილთან დაშორებაზე - კვირის პალიტრა

"გუშინ ქუჩაში გოგონა მლანძღავდა და მომაძახა, ამიტომაც გაგექცა ქმარიო. ამიტომ ვწერ, კიდევ რომ არ მომაძახოთ" - რას წერს ნანიკო ხაზარაძე ლევან მათითაშვილთან დაშორებაზე

ლე­ვან მა­თი­თაშ­ვი­ლი და ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე დაშორ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე:

"მეც შე­ვა­ჯა­მებ წელს, წელს კი არა 10 წელს. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და, თან ზუს­ტად ისე დას­რულ­და, რო­გორც და­ი­წყო. მარ­თლა არ ვიცი რო­დის და რო­გორ და­ი­წყო, არც ის ვიცი რო­დის შევ­ხვდი პირ­ვე­ლად, არც ის ვიცი რო­დის და­ვი­წყეთ ერ­თად ცხოვ­რე­ბა, არ ვიცი! არც ერთი თა­რი­ღი არ ვიცი, არ­ცერ­თი!

ვიცი მხო­ლოდ ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ და ვიბ­რძო­ლე ამ ყვე­ლაფ­რის­თვის არც ახლა ვიცი რო­დი­დან და რო­გორ არ ვართ ერ­თად. მხო­ლოდ ერთი რამე ვიცი ზუს­ტად, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, თუ რა­ტომ ეს ორი­ვემ კარ­გად ვი­ცით და არ ვი­ცო­დით მა­შინ, მხო­ლოდ ვგრძნობ­დი მე და ამას სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი ლე­ვანს, ვე­უბ­ნე­ბო­დი რომ ის ძა­ლი­ან შე­იც­ვლე­ბო­და, დავ­ნიძ­ლავ­დით კი­დეც, ალ­ბათ ამი­ტო­მაც და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი წი­ნა­ღო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ჩვენ ფო­ტოც კი არ გვაქვს, სა­დაც ის ან მე ვკოც­ნით ერ­თმა­ნეთს, ან თუნ­დაც ვე­ხუ­ტე­ბით. ლე­ვა­ნის მშობ­ლე­ბი, მგო­ნი, შარ­შან­წინ გა­ვი­ცა­ნი... არც ქორ­წი­ლი, არც არა­ფე­რი….. ლე­ვა­ნი დე­ი­და­ჩემს და დე­ი­დაშ­ვი­ლებს ახ­ლაც კი არ იც­ნობს, მარ­თლა უც­ნა­უ­რია. არა და, არა და, არა და… იყო და არა იყო რა, აბა შენ იცით ლე­ვან, კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხარ და გა­აგ­რძე­ლე ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა.

ლე­ვან, თეა, წარ­მა­ტე­ბა ახალ საქ­მე­ში. აბა მე ვიცი... გუ­შინ ქუ­ჩა­ში გო­გო­ნა მლან­ძღავ­და და მო­მა­ძა­ხა, ამი­ტო­მაც გა­გექ­ცა ქმა­რიო. ამი­ტომ ვწერ, კი­დევ რომ არ მო­მა­ძა­ხოთ. ამით ვას­რუ­ლებ წელს და გა­ურ­კვევ­ლო­ბას...

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ ოჯა­ხი 2019 წელს შექ­მნა. მა­შინ წყვი­ლი ტე­ლე­ე­თერ­ში ყვე­ბო­და, რომ დიდი ხა­ნია რაც ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­დნენ, თუმ­ცა ბედი ერ­თმა­ნეთს ცოტა ხნის წინ და­უ­კავ­ში­რეს და ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხე­ბაც პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­დნენ.

ნა­ნი­კოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს, ალ­ბათ, რო­გორც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და სულ მომ­წონ­და..." - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას ლე­ვან მა­თი­თაშ­ვილ­მა.

ლე­ვან მა­თი­თაშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძის ბე­ბია, ფატი თურ­ქია ბავ­შვო­ბა­ში მისი ექი­მი იყო და ფაქ­ტობ­რი­ვად, "ნა­ნი­კოს ბე­ბი­ის გაზ­რდი­ლია". კა­ცის თქმით, ნა­ნი­კო სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რა და ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა.

ლე­ვან მა­თი­თაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის, კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლის ძმაა. თა­ვად კი სამი წე­ლია, რაც ერთ-ერთი ნარ­კო­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ცენ­ტრის ინ­სტრუქ­ტორ-კონ­სულ­ტან­ტია...

ambebi.ge