"პრეზიდენტის განცხადება არის ნამდვილი ლიდერის გაბედული პოზიცია" - რას აცხადებს კახა ოქრიაშვილი?
პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგი გაბედული პოზიციის დაფიქსირება იყო.
მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადება სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამტარებელია.
"ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს. პრეზიდენტის ეს განცხადება სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამტარებელია. არსებულ ტოქსიკურ-პოლარიზებულ მოცემულობაში, პრეზიდენტის განცხადება არის ნამდვილი ლიდერის გაბედული პოზიცია", - აღნიშნავს ოქრიაშვილი, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.