"მერიას გაუკვირდა, რატომ უწოდა "რუსული სოფელი" მათ მიერ გახსნილ ბაზრობას ზურაბიშვილმა... იმიტომ, რომ..." - რას წერს გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"მერიას გაუკვირდა, რატომ უწოდა "რუსული სოფელი" მათ მიერ გახსნილ ბაზრობას ზურაბიშვილმა... იმიტომ, რომ..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

ექ­სპრე­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პრე­ზი­დენ­ტის "კა­რებ­თან რუ­სუ­ლი სო­ფე­ლია“.

მისი თქმით, მხო­ლოდ ათო­ნე­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია კი არა, მთე­ლი ქა­ლა­ქი რუსი დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რად არის ქცე­უ­ლი.

"მე­რი­ას გა­უკ­ვირ­და, რა­ტომ უწო­და "რუ­სუ­ლი სო­ფე­ლი" მათ მიერ გახ­სნილ ბაზ­რო­ბას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. იმი­ტომ უწო­და ბა­ტო­ნე­ბო, რომ ერთხელ რომ გა­ი­ა­როთ ამ სო­ფელ­ში, ან აქვე, თბი­ლი­სის გულ­ში შე­ი­ხე­დოთ რეს­ტო­რან­ში, მარ­კეტ­ში, ბან­კში, სა­ბავ­შვო ცენ­ტრში, თუ პარკში, თქვე­ნი ბრიყ­ვუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამო ყველ­გან რუ­სუ­ლი სო­ფე­ლი დაგ­ხვდე­ბათ.

ჩვე­ნი შვი­ლე­ბის და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ად­გი­ლი აღარ და­ტო­ვეს არ­სად ”უფ­როს­მა ძმებ­მა" მთე­ლი ქა­ლა­ქი რუსი დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რად აქ­ცი­ეთ…" - წერს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სა­სახ­ლის კა­რებ­თან „რუ­სუ­ლი სო­ფე­ლია“.

"რუ­სუ­ლი სო­ფე­ლია, აგერ ჩემს კა­რებ­თან. არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ იქ­ნე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის წინ, მით უმე­ტეს ასეთ და­ძა­ბულ პე­რი­ოდ­ში ასე­თი სო­ფე­ლი გა­მარ­თუ­ლი”,- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.