ანიმაცია "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც თავს ქართველ კომენტატორთა "რისხვა" დაატყდა - რას ამბობს ავთანდილის როლის შემსრულებელი და როგორ გადაიქცა ლელა წურწუმია ფატმანად?
ახალხან საქართველოში სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის "ვეხფისტყაოსნის“ პრემიერა შედგა, თუმცა მანამდე როტოსკოპის ტექნიკით შესრულებული ფილმი პირველად ამერიკაში აჩვენეს, სადაც, როგორც მისი რეჟისორი მირზა (პაპუნა) დავითაია ამბობს, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
მისივე თქმით, ანიმაციამდე - 2011 წელს, აუდიოწიგნი და კომიქსი იყო, რომელიც 2016-ში გამოიცა. მან "ვეფხისტყაოსნის“ სცენარი ჯერ კიდე 2013 წელს დაწერა, მაგრამ კინოცენტრში დაფინანსება ვერ მოიპოვა, შემდეგ ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად და კომიქსი იქ შექმნა.
"ანიმაციაზე მუშაობა 2020 წელს დავიწყე. ფილმში როტოსკოპიის ტექნიკაა გამოყენებული. რაც გულისხმობს იმას, რომ მსახიობებს იღებ და მერე ფონებს ხატავ. მაგრამ მხოლოდ ეს არა, ფილმი შერეული ტექნიკითაა გადაღებული. ერთი კვირის წინ სან დიეგოს ფესტივალზე სწორედ "მიქს მედიის“ ნომინაციაში გავიმარჯვეთ. ამერიკული პრემიერა 9 ოქტომბერს ლოს ანჯელესის Leammle-ს კინოთეატრში შედგა. სიეტლის კინოფესტივალზე მეორე ადგილი ავიღეთ, ჩიკაგოს კინოფესტივალზე - ფილმი ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში იყო", - ამბობს ის ერთ-ერთ გამოცემასთან.
ფილმს 3 კომპოზიტორი ჰყავს: ნიაზ დიასამიძე, იზა ლილუაშვილი და ჯეფრი ალან ჯონსი. მსახიობებს რაც შეეხება, ანიმაციაში ნესტან დარეჯანის როლს მანიკა ასათიანი ასრულებს, ტარიელს - გივი ბარათაშვილი, ავთანდილს - გიორგი ცხადაძე, თინათინს - ანა ჯავახიშვილი, ფატმან ხათუნს - ლელა წურწუმია, ქაჯეთის მეფეს - ონისე ონიანი, როსტევანს - ალექსანდრე ბეგალიშვილი, ფრიდონს - ანდრეა გველესიანი.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ თრეილერს კი, ფაქტობრივად, ქართველ კომენტატორთა "რისხვა" დაატყდა.
რამდენიმე კომენტარი "ფეისბუქიდან":
- "ეს რანაირი ანიმაციაა, ტელეფონის პროგრამაშია ვიდეო გაკეთებული? ეს რა არის!"
- "სირცხვილია... ასეთის გაკეთებას ჯობდა საერთოდ არ გაეკეთებინათ. არც ვაპირებ ყურებას..."
- "რუსთაველია თუ ბოლივუდი, გასაგებია რომ "ვეფხისტყაოსანში“ ასახული მოქმედება ინდოეთში ხდება, მაგრამ შოთა რაჯ კაპურის თაობის მწერლად გამოგყავთ თუ რაშია რეჟისორის ჩანაფიქრი ვერ მივხვდი..."
მანიკა ასათიანისთვის ეს პირველი კინოროლია. Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ პრემიერას დაესწრო, მაგრამ ძალიან დაძაბული იყო, რადგან ყურადღებით უყურებდა თავის გმირს. ტელესახემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კრიტიკული კომენტარები არ წაუკითხავს და ფილმში მონაწილეობას არ ნანობს.
ვესაუბრეთ ფილმში ავთანდილის როლის შემსრულებელ გიორგი ცხადაძეს. მსახიობმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ანიმაცია მოეწონა.
გიორგი ცხადაძე:
- პრემიერაზე არ ვყოფილვარ, თუმცა მანამდე ვნახე ფილმი დახურულ ჩვენებაზე და მომეწონა. გააგრძელეთ კითხვა