"მამასთან ბავშვობიდან დიდი სიახლოვე მქონდა, ავად რომ ვიყავი, ნემსი მას უნდა გაეკეთებინა... სამშობიაროშიც კი რომ მივდიოდი, ხელს არ ვუშვებდი..." - რას ჰყვება თემურ ჩხეიძის ქალიშვილი მამაზე? - კვირის პალიტრა

"მამასთან ბავშვობიდან დიდი სიახლოვე მქონდა, ავად რომ ვიყავი, ნემსი მას უნდა გაეკეთებინა... სამშობიაროშიც კი რომ მივდიოდი, ხელს არ ვუშვებდი..." - რას ჰყვება თემურ ჩხეიძის ქალიშვილი მამაზე?

2022 წელს, ქვე­ყა­ნამ, ხე­ლოვ­ნე­ბამ, თე­ატ­რა­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ოჯახ­მა დიდი ადა­მი­ა­ნი და დიდი რე­ჟი­სო­რი თე­მურ ჩხე­ი­ძე და­კარ­გა. რთუ­ლია მათი დიდი ოჯა­ხის­თვის მთა­ვა­რი წევ­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა და იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ თე­მუ­რი აღარ არის...

ambebi.ge რე­ჟი­სო­რის უმ­ცროს შვილს, დეა ჩხე­ი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. დეა ინ­ტერ­ვი­უ­ზე კი დაგ­ვთან­ხმდა, თუმ­ცა გა­უკ­ვირ­და, - რა­ტომ მე, მე ხომ ჩვე­ნი ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი წევ­რი ვარო?..

"პირ­ველ რიგ­ში, ვარ ნანი ჩიქ­ვი­ნი­ძის და თე­მურ ჩხე­ი­ძის შვი­ლი, მყავს სამი შვი­ლი და ამ ყვე­ლაფ­რით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ", - გვე­უბ­ნე­ბა დეა ჩხე­ი­ძე. ის ხე­ლოვ­ნე­ბას არ გაჰ­ყო­ლია, უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ "ჯი­პა­ში“ სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მას­ტე­რის პროგ­რა­მა და­ამ­თავ­რა, მერე პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტი შე­ის­წავ­ლა. "სულ ვსწავ­ლობ, სახ­ლში მე­უბ­ნე­ბი­ან - რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლაო? მაგ­რამ სულ რა­ღა­ცას ვე­ძებ. 2002 წლი­დან ერთ-ერთ მსხვილ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ და ვარ ბიზ­ნეს-სერ­ვი­სე­ბის მე­ნე­ჯე­რი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო და საქ­მე მაქვს“, - აღ­ნიშ­ნავს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

- არას­დროს გი­ფიქ­რი­ათ ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­სუ­ლი­ყა­ვით, თუნ­დაც იმის გამო, რომ ოჯა­ხის ტრა­დი­ცია გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ?

- ალ­ბათ, ამა­ზე ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რს უფიქ­რია და მათ შო­რის, მეც. ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან დავ­დი­ო­დი თე­ატ­რში, ვეს­წრე­ბო­დი სპექ­ტაკ­ლებს, სცე­ნა­ზეც მი­თა­მა­შია, მაგ­რამ უფრო ბა­ლე­ტის­კენ ვიხ­რე­ბო­დი. მა­მი­და­ჩე­მის, მაკა მა­ხა­რა­ძის გავ­ლე­ნით, ვგიჟ­დე­ბო­დი, ისე მომ­წონ­და. დავ­დი­ო­დი კი­დეც ბა­ლეტ­ზე და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მინ­დო­და გა­დას­ვლა, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო, პლევ­რი­ტი და­მე­მარ­თა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ოც­ნე­ბა ოც­ნე­ბად დარ­ჩა. მერე უკვე თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ლე­ტი მომ­წონ­და, თუმ­ცა ჩემს ბავ­შვო­ბა­ში დი­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ იყო. დღეს რომ იმ ასაკ­ში ვიყო, მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ყვე­ბო­დი...

თბი­ლის­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი რომ იყო, ამე­რი­კა­ში ვსწავ­ლობ­დი. რომ ჩა­მო­ვე­დი, აქ ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ლი­ლი და არე­უ­ლი იყო. ბევ­რი არც მი­ფიქ­რია, უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა.

თა­ვი­დან საქ­მი­ა­ნო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­ვი­წყე, "ჯორ­ჯი­ან თა­იმსში“ ვმუ­შა­ობ­დი, ვა­კე­თებ­დი სი­უ­ჟე­ტებს, ვთარ­გმნი­დი, "პირ­ველ არხზე“ გა­და­ცე­მა "დღე­შიც“ ვი­ყა­ვი...

- მშობ­ლებ­მა არ გირ­ჩი­ეს, სამ­სა­ხი­ო­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­სუ­ლი­ყა­ვით?

- ჩემს მშობ­ლებ­ზე უფრო ლი­ბე­რა­ლი მშობ­ლე­ბი, იმ დროს კი არა, ახა­ლაც ცოტა მე­გუ­ლე­ბა. ისე, დღეს უკვე ბევ­რი მშო­ბე­ლია ასე­თი და ბავ­შვებ­თან სხვა მიდ­გო­მა აქვთ. მა­შინ ასე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და, მშო­ბე­ლი შვილს რა­საც ეტყო­და, ის უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ეს იმ დრო­ის სენი იყო.

ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე დედ-მამა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ჩემს აზრს. მათ­გან არა­ნა­ი­რი დი­რექ­ტი­ვა არ მქო­ნია. ისე, სა­ახ­ლობ­ლო­შიც იყ­ვნენ ასე­თი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ რჩე­ვის სა­ხით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ. ამის გარ­და, თე­მუ­რი და ნანი თა­ვის საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ალ­ბათ, ხვდე­ბოდ­ნენ, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მით არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, ამი­ტო­მაც არ უთ­ქვამთ, რომ ხომ არ წახ­ვალ ამ გზი­თო. მე­დი­კოს, ბე­ბი­ა­ჩემს კი უნ­დო­და, რომ ყვე­ლა მისი შვი­ლიშ­ვი­ლი მსა­ხი­ო­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

- სა­ო­ცა­რი ბე­ბია გყავ­დათ, რო­მე­ლიც თქვე­ნი დიდი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ოჯა­ხის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი იყო...

- კი, ბე­ბია დიდი არ­ტის­ტი იყო და თან ყვე­ლა­ფერს ას­წრებ­და... ხან­და­ხან რომ და­ვი­წუ­წუ­ნებ და­ვი­ღა­ლე-მეთ­ქი, მე­დი­კო მახ­სენ­დე­ბა და მე­რი­დე­ბა. მას­თან 16-17 წლის ასაკ­ში დავ­მე­გობ­რდი. ერ­თად მოგ­ვი­წია პე­ტერ­ბურ­გში თე­მურ­თან ყოფ­ნა. ერ­თად სა­ო­ცა­რი 2 თვე გა­ვა­ტა­რეთ... რაც მთა­ვა­რია, მო­მიყ­ვა მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია. ის 2 თვე იყო შთამ­ბეჭ­და­ვი და ბევ­რის­მომ­ცე­მი. ადრე თუ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, მერე უკვე მე­გო­ბა­რი გავ­ხდი.

- მოკ­ლედ, გა­გი­მარ­თლათ, რომ მე­დეა ჩა­ხა­ვას დიდ ოჯახ­ში და­ი­ბა­დეთ...

- კი... მე­დი­კო ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის ბურ­ჯი იყო. ყვე­ლა­ნა­ი­რი დღე­სას­წა­უ­ლი მას­თან ეწყო­ბო­და. ბავ­შვო­ბა­ში ისე ვე­ლო­დე­ბო­დით ხოლ­მე ამ თავ­ყრი­ლო­ბებს. ყვე­ლას გვკრებ­და. რო­მე­ლი­მეს და­ბა­დე­ბის დღე რომ ახ­ლოვ­დე­ბო­და, წი­ნას­წარ რე­კავ­და, გვახ­სე­ნებ­და, რომ არ დაგ­ვი­წყე­ბო­და. მე მისი მე-5 შვი­ლიშ­ვი­ლი გოგო ვი­ყა­ვი, ჩე­მამ­დე არ­ცერ­თს ერ­ქვა მე­დეა. ბე­ბი­ა­ჩემ­მა - ნა­ნის დე­დამ (სა­უ­კე­თე­სო მძახ­ლე­ბი იყ­ვნენ, ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ) თქვა, - მე­დეა ასე­თი სა­ო­ცა­რი ქა­ლია და რო­გორ არ იმ­სა­ხუ­რებს ერთ მის შვი­ლიშ­ვილს მა­ინც მისი სა­ხე­ლი ერ­ქვა­სო... გააგრძელეთ კითხვა