"არც ნაძვის ხე მაქვს, არც - სამზადისი... თუ გოზინაყი და ტოლმა არ მექნება, შემწვარ კარტოფილს შევჭამ, შარშან ერთი ჭიქა ღვინით შევხვდი"
ქეთი ხუციშვილის მიერ "ჩცდ"-ში შექმნილი ქართლელი ქალის პერსონაჟი ყველას უყვარს. ამ როლმა დიდი პოპულარობა და წარმატება მოუტანა... დღეს ქეთი კომედიური გადაცემის მსახიობია და მაყურებელს მისი დანახვა ყველგან სიამოვნებს. ქეთი ხუციშვილს წინასაახალწლოდ შევეხმიანეთ, რათა გაგვეგო, როგორ ემზადება ახალი წლისთვის და ამ დღესასწაულის აღნიშვნის რა ტრადიცია აქვს. საუბარი მისი საყვარელი კუთხიდან - ქართლიდან დავიწყეთ.
- ქეთი, შენი პერსონაჟი - მთვარისა ქართლშიც მოსწონდათ?
- ქართლელებისგან მთვარისა-ლუნას გამო არანაირი აგრესია არ მიგრძვნია, მიმიღეს, მოეწონათ. დღემდე ღიმილით, სიყვარულით და თბილად მხვდებიან. ეს ხომ პერსონაჟია... ცხოვრებაში არავისთვის დამიცინია. არც კონკრეტული ადამიანი ამომიღია მიზანში, მთვარისა ჩვეულებრივი პერსონაჟია.
- კასპის რაიონის სოფელი ხოვლეა შენი წინაპრის წარმოშობის ადგილი... ახალი წლის დღესასწაული როგორი იყო იქ?
- მეხუთე კლასი კასპში რომ დავამთავრე, იმ პერიოდში ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. როცა ქართლში ვხვდებოდით ახალ წელს, ასე მკაფიოდ დეტალები არ მახსოვს, პატარა ვიყავი, თან დღესასწაულებზე თბილისში მოვდიოდით ხოლმე. ნათესავები თბილისში გვყავდა და მამას აქეთ მოვყავდით. კასპში დედაჩემის მშობლები ცხოვრობდნენ, სოფელში - მამაჩემის და რამდენჯერმე ძველით ახალ წელს იქ შევხვედრილვართ. საერთოდ, სოფელში უფრო ძველით ახალი წელს აღნიშნავენ. თბილისში რომ გადმოვედით, მერე იქით ზაფხულობით არდადეგებზე ჩავდიოდით.
- რა არის ეს კუთხე შენთვის?
- ქართლი ზოგადად, ჩემთვის მთელი ჩემი ბავშვობაა, ჩემი მშობლები, მოგონებები, სიყვარული და ურთიერთობა. ყველა კუთხე მიყვარს, მაგრამ ქართლთან სხვანაირი ბმა მაქვს და განსაკუთრებით მიყვარს.
- როგორები არიან ამ კუთხის ადამიანები - როგორ დაახასიათებდი მათ?
- ძალიან კარგები, ემოციურებიც, იუმორითაც გამოირჩევიან. კახური იუმორიც მიყვარს, გურულიც, მაგრამ ჩვენკენ სხვანაირად ხუმრობენ, ამ ხალხში რომ გავიზარდე, შეიძლება, ასე ამიტომ ვფიქრობ. მე და ჩემს დას განსაკუთრებულად მოგვწონს ქართლელების იუმორი. შორს რომ არ წავიდე, მამაჩემზე ვიტყვი, უცბად საუბარში ისეთ რაღაცას იტყვის, სიცილით გაიგუდები, გეგონება მოიფიქრა, დაგეგმა და მერე თქვაო. არადა, იმ წუთას, სიტუაციურად ამბობს. ასევე არიან იქაური მეზობლები, უმაგრესი ხალხია, სანათესავო, ადგილობრივი ხალხი გამორჩეულები არიან სიალალით, სილაღით, ხასიათით.
- მიიწურა 2022 წელი, როგორ აჯამებ მას?
- პირადად მე კმაყოფილი ვარ, რომ ვთქვა, რამე განსაკუთრებული მოხდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი, არაფერი. უბრალოდ, მე საერთოდ, ვაფასებ და ვაჯამებ წლის ყოველ დღეს და ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვარ კმაყოფილი. ელემენტარულში ვპოვებ ბედნიერებას, - ბავშვობიდან ასეთი ვარ. ელემენტარულ რაღაცას ჩემთვის ბედნიერება მოაქვს. საერთო ჯამშიც ხალისიანი და კარგი წელი იყო, ბედნიერება არაა, ჩემს შვილს რომ ვუყურებ? მისი ხმა მესმის. აუცილებლად გრანდიოზული რამ უნდა მოხდეს, რომ ბედნიერება მას დავარქვათ?
- მართალია. გრანდიოზულია თავად ყოველი დღე...
- დიახ და ეს არ არის ფორმალური საუბარი, მართლა გულით და სულით ვაფასებ ყოველ დღეს და მადლიერი ვარ. იმედი მაქვს, შემდეგი წელიც ასეთივე იქნება. მარტო ჩემთვის კი არა, ყველასთვის. გვერდით გაღიმებულ ადამიანს რომ ვხედავ, მეც მიხარია, რატომ უნდა ვიყო მოღუშული სახით?!. მერე ის შენზეც გადმოდის. ყველა მინდა, რომ კარგად იყოს.
- წინასაახალწლო პერიოდია, ამ დღესასწაულის შესახვედრად ყველა ემზადება, რაღაცას ფუსფუსებს. როგორ ემზადები და წინასაახალწლოდ რა ტრადიციები გაქვს?
- რასაც ახლა ვიტყვი, მკითხველმაც მინდა, კარგად გაიგოს, არ მინდა ისე ეგონოს, სამზარეულოს არ ვეკარები და არაფრის გაკეთება არ ვიცი. ყველაფრის მომზადება ვიცი, მაგრამ როგორც გითხარით, გურმანი არ ვარ, თან, სახლში მარტო მე და ჩემი შვილი რომ ვართ და მთელი დღე ორივე სამსახურებში, კერძების მომზადება დიდად სახლში არ მიწევს. საახალწლოდაც არანაირი სამზადისი არ მაქვს.
- ნაძვის ხესაც არ დგამ? გააგრძელეთ კითხვა