"ხაჭაპურიძის ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის..." - რა პოსტს აქვეყნებს ნინო ნადირაძე? - კვირის პალიტრა

"ხაჭაპურიძის ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის..." - რა პოსტს აქვეყნებს ნინო ნადირაძე?

"ვივამედის" ხელმძღვანელი - ნინო ნადირაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს - შალვა ხაჭაპურიძეს სოციალურ ქსელში საპასუხო პოსტს უძღვნის:

“125 პატიმარი ჰყავსო ვივამედს მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე - გარდაცვლილია 2019 წლიდან 19 პაციენტი.

რეანიმაცია არ აქვთო - ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს.

სხვა უამრავი კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი, ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“ - წერს ნადირაძე.