"სააკაშვილის სასამართლოზე, როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, კვდება თუ არა ადამიანი, სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის სასამართლოზე, როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, კვდება თუ არა ადამიანი, სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია"

ნიკა გვარამია მოსამართლის მიერ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სააკაშვილის სასამართლოზე, როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, კვდება თუ არა ადამიანი, სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი (თუ არა - მრავალთვიანი) გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია; როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, რამდენად დაუყოვნებლივი უნდა იყოს სასჯელის გადავადება, მოსამართლის უარი სწრაფ განხილვაზე, წინასწარი და არაორაზროვანი აღიარებაა იმის, რომ მოსამართლე არ იზიარებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს სიმძიმეს და აქედან გამომდინარე, მისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებას; როცა სასჯელაღსრულება შეკითხვებს სვამს არა საექსპერტო დასკვნის არსებით საკითხებზე, არამედ საპროცესო ფორმალობების დაცვაზე და მტკიცებულების დამაგრების სისწორეზე, წინასწარ ცხადია, რასაც იზამს მოსამართლე - შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ყველა უცხოელი ექსპერტის დასკვნას არასათანადო მტკიცებულებად აღიარებს და არც კი იმსჯელებს მათ შინაარსზე; მთავარი, რაც უნდა ითქვას, სააკაშვილს არანაირი სასამართლო არ აქვს და სასამართლოსთან დაკავშირებით არარაციონალური მოლოდინების გაჩენა ან სასამართლოზე რაიმე კუთხით აპელირება, ან უკიდურესი გულუბრყვილობაა, ან დროის გაჭიანურების გამიზნული ტაქტიკა. დროის, რომელიც სააკაშვილს არ აქვს.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო.