"ჩემი ამ წლის ამბავი ასეთია - 21 მაისს, როცა თვალი გავახილე, მოთეთრო ოთახში ვიწექი, თავთან გაღიმებული მეგობარი მეჯდა და..." - რას წერს გიორგი კეკელიძე - კვირის პალიტრა

"ჩემი ამ წლის ამბავი ასეთია - 21 მაისს, როცა თვალი გავახილე, მოთეთრო ოთახში ვიწექი, თავთან გაღიმებული მეგობარი მეჯდა და..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე წერს იმის შე­სა­ხებ თუ რო­გო­რი იყო "მისი 2022 წელი."

"ჩემი ამ წლის ამ­ბა­ვი ასე­თია - :21 მა­ისს, როცა თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე, მო­თეთ­რო ოთახ­ში ვი­წე­ქი, თავ­თან გა­ღი­მე­ბუ­ლი მე­გო­ბა­რი მეჯ­და და მი­თხრა, რომ გა­დავ­რჩი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო და რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ღე­ლავ­და და ლო­ცუ­ლობ­და ჩემ­თვის. სულ რა­ღაც ერთი წა­მით ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და მერე სი­ხა­რუ­ლი სა­დღაც გაქ­რა.

ვი­ღაც იფიქ­რებ­და, რომ ეს იყო დაღ­მარ­თის ფსკე­რი, მაგ­რამ ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი შემ­დეგ და­ი­წყო. კლი­ნი­კე­ბი. კლი­ნი­კე­ბი. გა­დას­ხმე­ბი. ბენ­ზო­დი­ა­ზე­პი­ნე­ბის სა­ში­ნე­ლი ბუ­რუ­სი, რო­მელ­საც გან­გა­ში მა­ლე­ვე ფან­ტავს და და­ჭი­მუ­ლი სხე­უ­ლი ახალს ითხოვს. მა­შინ­დელ ფო­ტოს რომ ვუ­ყუ­რებ, ჰო­ლოს­კო­ტის მსხვერ­პლის სუ­რა­თია - სახე არე­უ­ლი, დახ­რი­ლი წარ­ბე­ბი და ჩა­ვარ­დნი­ლი, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი თვა­ლე­ბი. წონა - 58 კი­ლოგ­რა­მი. კან­კა­ლი. კან­კა­ლი. გუ­ლის­რე­ვა.თავ­ბრუს­ხვე­ვა.სა­ზა­რე­ლი, აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი ფიქ­რე­ბი.

ყვე­ლა ძვე­ლი და ახა­ლი შიში ერ­თად მო­დის და არც კი აკა­კუ­ნებს - კარი ღია ხვდე­ბა. ბავ­შვო­ბის უწყი­ნარ ცოდ­ვებ­ზეც კი დიდი სი­ნა­ნუ­ლი და თვითგვე­მა. მარ­ტი­ვი შეც­დო­მე­ბი სა­ზა­რელ, მო­უ­ნა­ნი­ე­ბელ და­ნა­შა­უ­ლად წარ­მო­გიდ­გე­ნია. არა­მარ­ტი­ვი ხომ სა­ერ­თოდ. დი­ლით, სა­ა­თით ჩა­ძი­ნე­ბულს, ყვი­რი­ლით გეღ­ვი­ძე­ბა და გულ­მკერ­დზე რა­ღაც გაწ­ვე­ბა, თით­ქოს ხორ­ცი უნდა გა­მოგ­ლი­ჯოს. ამაზ­რზე­ნი დე­რე­ა­ლი­ზა­ცია - სამ­ყა­რო შუ­შის კედ­ლებს მიღ­მაა, ხე­დავ და ვერ ეხე­ბი - შენ სხვა­გან ხარ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი სხვა­გან.

შე­უ­ჩე­რე­ბუ­ლი, სპაზ­მუ­რი სლო­კი­ნი, ძილ­შიც კი. დავ­დი­ო­დი კე­დელს მიყრდნო­ბი­ლი, ლო­კო­კი­ნას სიჩ­ქა­რით. მერე, სად­მე პა­ლა­ტის კუ­თხე­ში ჩა­ვი­მუხ­ლე­ბო­დი, თი­თებს სა­სა­თან მი­ვი­ტან­დი და წუ­თით ვი­ჩე­რებ­დი ამ სლო­კინს. მო­დი­ოდ­ნენ ექი­მე­ბი, სხვა­დას­ხვა ხე­ლო­ბის. ზოგი მსჯე­ლობ­და რომ საყ­ლა­პა­ვის ნერ­ვი გა­ე­ყი­ნათ სპაზ­მის შე­სა­ჩე­რებ­ლად, ზო­გიც, სხვა პრო­ფი­ლი­სა - წა­მა­ლი შე­ეც­ვა­ლათ. უკვე მე­ა­თასედ. სახ­ლში ბა­რემ ასი აც­დე­ნი­ლი რე­ცეპ­ტი მი­დევს ახ­ლაც. ზოგი ის­რა­ე­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას ფიქ­რობ­და, სა­დაც რე­ზის­ტენ­ტულ დეპ­რე­სი­ას და შფოთვებს კარ­გად მკურ­ნა­ლო­ბენ.

მე ვი­წე­ქი და უკვე ბუნ­დოვ­ნად ჩა­მეს­მო­და ამაო ლა­პა­რა­კი. სრუ­ლი უი­მე­დო­ბა. ფიქ­რი, რომ ეს მხო­ლოდ მე და­მე­მარ­თა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა სა­მუ­და­მოა და ისევ ამ აღუ­წე­რე­ლი ტან­ჯვის დას­რუ­ლე­ბა სჯობს. თავს შე­მო­უ­ძა­ხე და მის­თა­ნა­ნი ხომ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბია ამ დროს - მი­დით და შე­მო­უ­ა­ძა­ხეთ აბა, თუ გა­ა­გო­ნებთ. ვი­წე­ქი და ვხე­დავ­დი, რო­გორ იღ­ლე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემს ირ­გვლივ, რად­გან თა­ნაგ­რძნო­ბაც სა­ზღვრი­ა­ნი გან­ცდაა. ბო­ლოს ორი-სა­მი­ღა შე­მომ­რჩა.

ვი­წე­ქი და ვუ­ყუ­რებ­დი ფან­ჯა­რას. ვფიქ­რობ­დი, რომ იქ, გა­რეთ და­დი­ან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ­სა­ვით ყოფ­ნა მი­უწ­ვდო­მელ საქ­მედ მი­მაჩ­ნდა - ნე­ბის­მი­ერ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბა­ზე გავცვლი­დი იმ ყო­ფას, ვინ­მეს რომ მო­ე­ტა­ნა მსგავ­სი კონ­ტრაქ­ტი. ვი­წე­ქი და ვფიქ­რობ­დი იმ ადა­მი­ა­ნებ­ზეც, ვი­საც ყვე­ლა­ზე რთულ დროს ხელი გა­ვუ­წო­დე, გზა­ზე და­ვა­ყე­ნე, არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია და შემ­დეგ ტა­ლა­ხის მსრო­ლელ­თა რი­გებ­ში მო­წი­ნა­ვედ დამ­დგა­რან. ჩემი გა­სა­ჭი­რე­ბი­სას პირ­ში წყალ­ჩა­გუ­ბე­ბუ­ლებ­ზეც ვფიქ­რობ­დი.

რა სა­ჭი­რო იყო ამ­გვა­რი ბა­ნა­ლუ­რი ფიქ­რით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა არ ვიცი. ან რა იყო აქ გა­საკ­ვი­რი და უცხო. ვფიქ­რობ­დი, ვფიქ­რობ­დი და იმა­ზე კი აღარ - რომ ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, გინ­და ლი­ბე­რა­ლი და­ირ­ქვას, გინდ კონ­სერ­ვა­ტო­რი და გინ­და ან­გე­ლო­ზი. არც იმა­ზე, რომ ცხოვ­რე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ გუ­ლის­ხმობს. იმა­ზე მით უფრო ვერ ვფიქ­რობ­დი, რომ ათი­ა­თა­სო­ბით კე­თი­ლი წე­რი­ლი მო­დი­ო­და, რო­მელ­თაც მერე ვე­ღარც ვკი­თხუ­ლობ­დი, სა­ფოს­ტო ყუ­თის გახ­სნის შიში დამ­ჩემ­და და ძა­ლაც აღარ მქონ­და. არც ის მა­ი­მე­დებ­და, მნახ­ვე­ლე­ბი რომ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და­ზე­პი­რე­ბულ სი­ტყვებს, ყვე­ლას უყ­ვარ­ხა­რო და სხვა­ნი. არა­მედ ვფიქ­რობ­დი, სუ­ბი­ექ­ტუ­რად ვფიქ­რობ­დი და ეს ფიქ­რი და კი­დევ სარ­კე, სა­დაც შემ­თხვე­ვით თვალს მოვკრავ­დი ჩემს წაქ­ცე­ულ სი­ლე­უტს, მი­ბიძ­გებ­და, ამე­ღო ტე­ლე­ფო­ნი, და­მე­წე­რა რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა, გა­მეშ­ვი­რა თითი სხვის­კენ და გა­მოვმშვი­დო­ბე­ბო­დი წუ­თი­სო­ფელს. მე­ო­რედ და სა­ბო­ლო­ოდ, სიკ­ვდი­ლის მყა­რი გა­რან­ტი­ით. წა­მი­ე­რი იყო ეს გა­ელ­ვე­ბა, მაგ­რამ ძლი­ე­რი და მაც­დუ­ნე­ბე­ლი. იყო, მაგ­რამ გა­ვი­მარ­ჯვე.

მერე ასე მოხ­და: სწო­რი ექი­მე­ბის პოვ­ნით, იმ ექი­მე­ბის­გან სწო­რი წამ­ლე­ბის­ვე და­ძებ­ნით და არა­და­მი­ა­ნუ­რი ძა­ლის­ხმე­ვით ამოვ­ძვე­რი ჭა­ო­ბი­დან, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად მი­ღებ­და ბო­ლოს, არა­მედ მეწვრილ­მა­ნე ბო­რო­ტად ქცე­ვა­საც მი­პი­რებ­და. და ახლა მი­ვი­ღე სამ­ყა­რო, ისე­თი, რო­გო­რიც არის - პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბით, ცი­ლისმწა­მებ­ლე­ბით, მო­სე­ი­რე­ე­ბით, უმა­დუ­რე­ბით, მიმ­ტე­ვებ­ლე­ბით, დიდი ადა­მი­ა­ნე­ბით, მო­უ­ლოდ­ნე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით. მი­ვი­ღე და გა­ვუ­წო­დე ხელი.

შფოთვე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი გაბ­რძო­ლე­ბე­ბით, მაგ­რამ დღეს გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი ვარ და უფრო მა­ღალ მთებს მო­ვე­რე­ვი. თუმ­ცა მთა­ვა­რი სხვა რამ არის - ზუს­ტად ვიცი, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ სიძ­ლი­ე­რი­სა, არა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლა - კი­დევ წა­ვიქ­ცე­ვი, კი­დევ დავ­სუს­ტდე­ბი, კი­დევ იქ­ნე­ბა ტან­ჯვა და კი­დევ გა­ვი­მარ­ჯვებ, სა­ნამ ოზურ­გეთ­ში, კვი­რი­კე­თის პა­ტა­რა სა­საფ­ლა­ოს­კენ არ წა­მას­ვე­ნე­ბენ. ცხოვ­რე­ბა ყალ­ბი სა­მო­ტი­ვა­ციო ფრა­ზე­ბი არ არის. ეგ რომ იყოს, სა­შინ­ლად მო­სა­წყე­ნი იქ­ნე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სო და გა­საძ­ლე­ბი თავ­გა­და­სა­ვა­ლია უფრო. მე თქვენ გვერ­დით ვარ ამ გაძ­ლე­ბი­სას. დამ­დეგ ახალ წელს გი­ლო­ცავთ ყვე­ლას!" - წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.