15 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება - კვირის პალიტრა

15 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

2023 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ შე­ე­ცა­და, ერ­თად შე­ეკ­რი­ბა იმ სი­ახ­ლე­თა ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ახა­ლი წლი­დან შევა ძა­ლა­ში და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მო­ქა­ლა­ქე­ებს ინ­ფორ­მა­ცია უნდა ჰქონ­დეთ.

იან­ვრი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლებს ხმა­ურ­ზეც შე­ა­მოწ­მე­ბენ

კერ­ძოდ, 2023 წლის 1-ლი იან­ვრი­დან, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე ხმა­უ­რის შე­მოწ­მე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ხმა­უ­რის დო­ნის (დე­ცი­ბა­ლებ­ში) სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დად­გინ­დე­ბა. ხმა­უ­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გან­სა­ზღვრი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქნა მი­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კის მდგო­მა­რე­ო­ბა წი­ნას­წარ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2023 წლის 1 იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შე­დის ხმა­უ­რის შე­მოწ­მე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ერთ-ერთ კომ­პო­ნენ­ტად პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში.

შიდა ბა­ზარ­ზე რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა

2023 წლის 1-ლი იან­ვრი­დან, შიდა ბა­ზარ­ზე რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­კუთ­ვნი­ლი ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლის მაქ­სი­მა­ლურ კონ­ტროლ­სა და სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის­გან დაც­ვას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნი­სა და სხვა ყუ­რძნი­სე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ბაზ­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ან რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პირი, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სას, ვალ­დე­ბუ­ლია იქო­ნი­ოს პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი.

მთავ­რო­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის დეკ­რე­ტის ანა­ზღა­უ­რე­ბას აორ­მა­გებს

1-ლი იან­ვრი­დან, დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში დახ­მა­რე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვი­საც 1 000 ლა­რი­დან 2 000 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა. ამას­თან, მომ­დევ­ნო წლი­დან სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის დროს სრულ ხელ­ფასს მი­ი­ღე­ბენ.(გააგრძელეთ კითხვა)