"ორბელიანის მოედანზე კონცერტი მქონდა, რასაც აღშფოთება მოჰყვა, სისტემის მნგრეველი მერიის სცენაზე მღერისო" - რას პასუხობს ერეკლე დეისაძე კრიტიკოსებს? - კვირის პალიტრა

"ორბელიანის მოედანზე კონცერტი მქონდა, რასაც აღშფოთება მოჰყვა, სისტემის მნგრეველი მერიის სცენაზე მღერისო" - რას პასუხობს ერეკლე დეისაძე კრიტიკოსებს?

მომ­ღე­რა­ლი ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც გუ­შინ­დე­ლი კონ­ცერ­ტის შე­სა­ხებ წერს, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. რო­გორც თა­ვად დე­ი­სა­ძე ამ­ბობს, ხალ­ხმა იმის გამო გა­აკ­რი­ტი­კა, რომ მე­რი­ის მიერ მო­წყო­ბილ სცე­ნა­ზე იმ­ღე­რა.

"გუ­შინ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე კონ­ცერ­ტი მქონ­და, რა­საც პროგ­რე­სუ­ლე­ბად წო­დე­ბულ მცი­რე­რი­ცხო­ვან ნა­წილ­ში აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა, სის­ტე­მის მნგრე­ვე­ლი მე­რი­ის სცე­ნა­ზე მღე­რი­სო. ამა­ზე სა­ჯა­როდ იმი­ტომ ვწერ, რომ მათ რი­გებ­ში რამ­დე­ნი­მე ისეთ ადა­მი­ანს გა­და­ვა­წყდი, ვინც პი­რა­დად მიც­ნობს და ჩემი ხა­სი­ა­თიც იცის, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც იმ ჯო­გის ფერ­ხულ­ში არ­ჩია ყოფ­ნა, სა­ი­და­ნაც მენ­ტო­რუ­ლი ტო­ნით თავს უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ მი­მი­თი­თონ, სად მაქვს სიმ­ღე­რის უფ­ლე­ბა და სად არა.

პირ­ველ რიგ­ში მსგავ­სი კონ­ცერ­ტე­ბი ჩემ­თვის იმით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ უფა­სოა, და არას­რულ­წლო­ვა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს მო­მის­მი­ნონ, მსმე­ნელ­თა ამ კა­ტე­გო­რი­ას, იმ სივ­რცე­ებ­ში, სა­დაც ჩემი კონ­ცერ­ტე­ბი ტარ­დე­ბა, წლო­ვა­ნე­ბის გამო არ უშ­ვე­ბენ, ზოგს კი უბ­რა­ლოდ 40 ლარი არა აქვს, რომ ბი­ლე­თი იყი­დოს.

მათ­თან შეხ­ვედ­რა და კონ­ცერ­ტზე მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცია ყო­ველ­თვის აღე­მა­ტე­ბა თქვენს უარ­გუ­მენ­ტო კრი­ტი­კას. არ­ჩე­ვან­საც ყო­ველ­თვის მათ სა­სარ­გებ­ლოდ გა­ვა­კე­თებ მო­მა­ვალ­ში. პარ­ტი­უ­ლად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი, დიდი ხა­ნია ჩემს მი­მართ მტრუ­ლად არი­ან გან­წყო­ბი­ლი, და იმ­ხე­ლა ბოღ­მას ატა­რე­ბენ, მო­მენტს არ უშ­ვე­ბენ, როცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ. ცდი­ლო­ბენ ჩემი ლან­ძღვით მიკ­რო ბაბ­ლუ­რი ვნე­ბე­ბი და­ი­ცხრონ და პროგ­რე­სუ­ლად წო­დე­ბულ­თა კლას­ტერ­ში მოხ­ვდნენ, სა­დაც კომ­ფორ­ტუ­ლია ყოფ­ნა, რად­გან ეს კლას­ტე­რი დაც­ლი­ლია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან და აზ­როვ­ნე­ბის­გან, მუდ­მი­ვად მსხვერ­პლს ეძე­ბენ, რომ მათი დამ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე, სა­კუთ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აჩ­ვე­ნონ.

მოკ­ლედ ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ რომ ვერ გა­ი­ზარ­დონ. ასე­თი ხალ­ხი კი ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნია და ბუ­ნებ­რი­ვია, არც მათი აზრი გა­ინ­ტე­რე­სებს სა­კუ­თარ თავ­ზე. უკაც­რა­ვად, რომ ბაბ­ლის არ­ტის­ტი არ ვარ. ამის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს მქო­ნია, ჩემი მუ­სი­კა ყვე­ლა­სია და არა კონ­კრე­ტუ­ლი კლას­ტე­რის, რო­მელ­საც ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა­ზე აქვს პრე­ტენ­ზია, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თავ­საც ვერ შვე­ლის, ბაბ­ლის ჟან­დარ­მე­რი­ის ში­შით პირ­ში წყა­ლი აქვს ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი და ურ­ჩევ­ნია მარ­ტი­ვი ემო­ჯე­ბით გა­მო­ხა­ტოს მისი ვინ­მე­სად­მი კუთ­ვნი­ლე­ბა. ზედ­მე­ტი შე­კი­თხვე­ბის გა­რე­შე", - წერს დე­ი­სა­ძე.