"დღეს მხოლოდ ერთი სურვილია და ეს ახდება არა სასწაულით, არამედ ჩვენი შრომით, ბრძოლით" - ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლენა ზელენსკა საზოგადოებას ახალ წელს ულოცავენ
უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლენა ზელენსკა საზოგადოებას ახალ წელს ულოცავენ.
“სასწაულები გსურთ? უკრაინელები დიდი ხანია მას თავად ქმნიან.
ნამდვილი მეგობრები გინდათ? ჩვენ უკვე ვიცით ვინ არიან ისინი.
ნამდვილი სიყვარული გინდათ? წელს ეს იმაზე მეტად ვიგრძენით, ვიდრე ოდესმე.
რწმენა და იმედი გსურთ? ორივე დიდი ხანია შეიარაღებულ ძალებშია.
სახლი და კომფორტი გინდათ? ის იქ არის, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან.
სინათლე გინდათ? ის თითოეულ ჩვენგანშია, მაშინაც კი, როცა ელექტროენერგია არ არის.
ასე რომ, დღეს მხოლოდ ერთი სურვილია...
და ეს ახდება არა სასწაულით, არამედ ჩვენი შრომით, ბრძოლით, ურთიერთდახმარებით.
გილოცავთ ახალ წელს, ჩვენი გამარჯვების წელს", - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკას ერთობლივ მისალოც ტექსტში. (წყარო)