„90-იანი წლების ჰიტი, მოყავისფრო პომადა, 2023 წელსაც შეგვახსენებს თავს“
2023 წლის ვიზაჟის ტენდენციებს ასე ეხმაურებიან მოდის გამოცემები - "მეტი ფერადოვნება". გასული წლის მოდის კვირეულებზე დაკვირვების შედეგად სტილისტები ქალებს ურჩევენ რაც შეიძლება მკაფიო, ფერადი ვიზაჟით შეეგებონ ახალ წელს.
2023 წელს აქტუალური იქნება ვიზაჟი "სველი ეფექტით", ასეთ დროს ჭარბად გამოიყენება ჰაილაითერი და ვაზელინი წლის ეფექტის მისაღებად.
თუ ასეთი ვიზაჟი თქვენთვის მიუღებელია, მაშინ სტილისტები თვალის ფერადი ჩრდილების გამოყენებას გირჩევენ. გეომეტრიული ხაზები და მკაფიო ჩრდილები - ეს შეფერილობა თქვენი სახის ოვალის მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ. სტილისტები ფოტომაგალითების მიხედვით ქალებს მათთვის სასურველ ვიზაჟს სთავაზობენ.

თვალის ფერადი ჩრდილის არჩევისას მკრთალი ფერის პომადის გამოყენებას გვირჩევენ. ყვრიმალებზე ფერადი ფერუმარილი მომავალ წელს ისევე აქტუალური იქნება, როგორიც გასული საუკუნის 70-იან წლებში იყო, ასევე პროგნოზირებენ ყავისფერი პომადის მოდაში დაბრუნებას. ასე რომ, 1990-იანი წლების ჰიტი, მოყავისფრო პომადა, 2023 წელსაც შეგვახსენებს თავს - ის როგორც სადღესასწაულოდ, ასევე ყოველდღიურადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
2023 წელს ისევ მოდური იქნება თმის ბუნებრივი ფერი, თუმცა ცვლილებების მოყვარულ ქალებს სტილისტები ურჩევენ თავიანთი თმის ფერთან მიახლოებული საღებავით შეიტანონ სიახლე გარეგნობაში.
"თმაში ერთი ან ორი ტონალობით ღია ფერის ზოლები თქვენი სახის კონტურს გამოკვეთს, ხოლო გრძელ თმას ფიქსატორით მარტივად შეგიძლიათ სასურველი ფორმა მისცეთ.
"მომავალ წელს და კიდევ დიდხანს მოდური იქნება თმის ჰაილაითერები", აცხადებენ ვიზაჟისტები და ქალებს ურჩევენ ბუნებრივად დავარცხნილი ეფექტი მისცენ თმას.