"არასოდეს მივცეთ უფლება ათასნაირ გრინჩებს წაგვართვან ახალი წლის და შობის სიხარული!" - პოლიტიკოსთა საახალწლო მილოცვები და ოჯახური ფოტოები - კვირის პალიტრა

"არასოდეს მივცეთ უფლება ათასნაირ გრინჩებს წაგვართვან ახალი წლის და შობის სიხარული!" - პოლიტიკოსთა საახალწლო მილოცვები და ოჯახური ფოტოები

ახა­ლი 2023 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ულო­ცა­ვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ნაძ­ვის ხეს­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­თი გვი­ლო­ცავს ახალ წელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლიც ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­თი ულო­ცავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღე­სას­წა­ულს. "გი­ლო­ცავთ ახალ წელს! სი­ხა­რუ­ლი ყო­ფი­ლი­ყოს შინ და გა­რეთ!" - წერს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

02012023-0925-1672637161.47_REC.png

"ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ახალ 2023 წელს და გი­სურ­ვებთ მშვი­დო­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას და წარ­მა­ტე­ბას.წელს ბო­როტ­ზე უნდა გა­ი­მარ­ჯვოს სი­კე­თემ. იშ­ვი­ა­თად დგას ხოლ­მე ასე სა­კი­თხი და წელს ეგ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია.უკ­რა­ი­ნელ­მა გმი­რებ­მა უნდა მო­ი­პო­ვონ გა­მარ­ჯვე­ბა და ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რია უნდა და­მარ­ცხდეს. აქაც, ქვე­ყა­ნა­შიც ბევ­რი რამ გვაქვს შე­საც­ვლე­ლი და ბევ­რი უსა­მარ­თლო­ბა გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი", - წერს პო­ლი­ტი­კო­სი სერ­გი კა­პა­ნა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და ოჯა­ხურ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

"გი­ლო­ცავთ!!! ბედ­ნი­ე­რი და გა­მარ­ჯვე­ბის წელი ჩვენ და უკ­რა­ი­ნას!!! არა­სო­დეს მივ­ცეთ უფ­ლე­ბა ათას­ნა­ირ გრინ­ჩებს და ბო­რო­ტებს წაგ­ვარ­თვას ახა­ლი წლის და შო­ბის სი­ხა­რუ­ლი!"- წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი და მე­უღ­ლეს­თან - "ლე­ლოს" ერთ-ერთ ლი­დერ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­თან, შვი­ლებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

გააგრძელეთ კითხვა