"სახლი სულ ჩაიფერფლა, ასე გამითენა ახალი წელი საახალწლო სასროლებმა..." - რა პოსტს აქვეყნებს პეტრე კოლხი მოქალაქეზე, რომლის ბინა დაიწვა - კვირის პალიტრა

"სახლი სულ ჩაიფერფლა, ასე გამითენა ახალი წელი საახალწლო სასროლებმა..." - რა პოსტს აქვეყნებს პეტრე კოლხი მოქალაქეზე, რომლის ბინა დაიწვა

ახა­ლი წლის ღა­მეს, უკონ­ტრო­ლოდ ნას­როლ პი­რო­ტექ­ნი­კას მო­ქა­ლა­ქე მაია ყუ­ფა­რა­ძის ბინა შე­ე­წი­რა. ხან­ძა­რი მუ­ხი­ა­ნის ერთ-ერ კორ­პუს­ში გაჩ­ნდა. თავ­და­პირ­ვე­ლად ცე­ცხლი აი­ვან­ზე და­ცე­მუ­ლი პი­რო­ტექ­ნი­კის შე­დე­გად გაჩ­ნდა, შემ­დეგ კი მთელს ბი­ნა­ში გავ­რცელ­და. მაია ყუ­ფა­რა­ძე ამ­ბობს, რომ სახ­ლი მთლი­ა­ნად და­იწ­ვა და მხო­ლოდ ძაღ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო.

მო­ქა­ლა­ქე მაია ყუ­ფა­რა­ძე, ხალ­ხს დახ­მა­რე­ბას სთხოვს:

"მე და ჩემი ცუ­გე­ბი გა­დავ­რჩით, სახ­ლი სულ ჩა­ი­ფერ­ფლა, ასე გა­მი­თე­ნა ახა­ლი წელი სა­ა­ხალ­წლო სას­რო­ლებ­მა. რა­ტომ არ კრძა­ლავს მთავ­რო­ბა ამ სა­ში­ნე­ლე­ბით ვაჭ­რო­ბას. მე აწი ვერ მიშ­ვე­ლის, მაგ­რამ სხვე­ბი გა­დარ­ჩნენ ნე­ტა­ვი. მე­გო­ბარ­მა შე­მი­ფა­რა, ყვე­ლას მად­ლო­ბა ვინც გვერ­დში და­მიდ­გა...

მე­რი­დე­ბა ძა­ლი­ან, მაგ­რამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ვი­და ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ამას თუ რო­დეს­მე დავ­წერ­დი არ მე­გო­ნა. პი­რად­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მთა­ვა­ზობს დახ­მა­რე­ბას, მე არ მაქვს სა­ბუ­თე­ბი და­იწ­ვა ყვე­ლა­ფე­რი და ამი­ტომ ჩემი მე­გობ­რის პი­რა­დო­ბას დავ­წერ და თუნ­დაც თითო ლარი ჩა­რი­ცხოთ, ჩემ­თვის ამ ეტაპ­ზე დიდი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლას და მა­პა­ტი­ეთ შე­წუ­ხე­ბის­თვის (მე­ტი­რე­ბა) მიმ­ღე­ბი მაია ბარ­ბა­ქა­ძე პ/ნ 18001008649 თი­ბი­სი ან სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი...“

მაია ყუ­ფა­რა­ძე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, პეტ­რე კოლ­ხის მე­გო­ბა­რია, მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე, კოლ­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"გთხოვთ, გა­ვერ­თი­ან­დეთ!..

ეს წა­მია დავ­ბრუნ­დი წმინ­და მი­წი­დან… ჩემ მა­ი­ას ახა­ლი წლის ღა­მეს უდი­დე­სი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. ქუ­ჩი­დან შე­ვარ­დნილ­მა შაშ­ხა­ნამ ფერ­ფლად უქ­ცია მთე­ლი სახ­ლი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, თა­ვად ორ ცუ­გას­თან ერ­თად უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა, ახლა ჩვენს ერთ-ერთ მრევლს აფა­რებს თავს. ვე­რაფ­რის აღე­ბა ვერ მო­ას­წრო. დღეს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ქუ­ჩა­ში დარ­ჩა. კო­მენ­ტარ­ში დავ­დებ ფონ­დის ან­გა­რიშს, მის­თვის ყო­ველ ლარს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს… გთხოვთ, რამე ვი­ღო­ნოთ… ღმერ­თმა სი­ხა­რუ­ლის დღე­ე­ბი გა­გიმ­რავ­ლოთ!..

GE55BG0000000756448500

ფონ­დი მო­წყა­ლე სა­მა­რი­ტე­ლი“

ambebil.ge