"დიდი მადლობა, რომ შეწუხდით" - რას წერს გურამ ბაღდოშვილი, რომელიც ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გასროლისას დაზიანდა და კლინიკაში მოხვდა
გავრცელებული ინფორმაციით, შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი გუშინ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მიზეზი ახალი წლის ღამეს, ხელში აფეთქებული პიროტექნიკა გახლდათ. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ბაღდოშვილმა მარცხენა ხელი დაიზიანა და მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. ამ ეტაპზე კი სტაბილურია.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა თავად შეფმაც. მისი თქმით, მხნედ არის...
გურამ ბაღდოშვილი:
"სალამი ყველას. ძვირფასებო, დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემ მიმართ სიყვარული.
ვარ მხნედ და ძლიერად. უფალი გვფარავდეს, ამინ..."
ambebi.ge