მესტიიაში ორი ადამიანის მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს - რას აცხადებს ერთ-ერთი მოკლულის დედა - კვირის პალიტრა

მესტიიაში ორი ადამიანის მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს - რას აცხადებს ერთ-ერთი მოკლულის დედა

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ეცერ­ში გვი­ან ღა­მით მკვლე­ლო­ბა მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­ულ­ზე 2 პირი და­ა­კა­ვეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მეს­ტი­ა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2 პირი და­ა­კა­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან: 1952 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი რ.ა. და 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ც. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 1 იან­ვარს, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ეცერ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რა დრო­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით გარ­და­იც­ვალ­ნენ 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.პ., ხოლო 1998 წელს და­ბა­დე­ბულ­მა რ.პ.-მ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ორი­ვე პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს." - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც "კუ­რი­ერ­თან" ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლის, გი­ორ­გი პა­კე­ლი­ა­ნის დედა ამ­ბობს, ტრა­გე­დია გვა­რებს შო­რის ადრე არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"ყო­ფი­ლა ჩხუ­ბი მაგ­რამ იქ არ ვი­ყა­ვი და არ შევ­სწრე­ბი­ვარ. მე რომ ჩა­ვე­დი ჩემს უმ­ცროს ბიჭს, რო­მე­ლიც დაჭ­რი­ლია, გი­ორ­გი კალ­თა­ში ეწ­ვი­ნა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და," - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.