"მინდა, მამა და ძმა დავიბრუნო... დგება მომენტი, როდესაც დუმილი ღალატია" - კვირის პალიტრა

"მინდა, მამა და ძმა დავიბრუნო... დგება მომენტი, როდესაც დუმილი ღალატია"

პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ჩანს, 2023 წელ­საც მე­დი­ის გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა იქ­ნე­ბა. 8 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა პრინც ჰა­რის ახა­ლი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მას­თან ტომ ბრედ­ბიმ ჩა­წე­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ტერ­ვი­უს სა­ზო­გა­დო­ე­ბა იხი­ლავს პრინც ჰა­რის მე­მუ­ა­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე, ორი დღით ადრე.

სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში უკვე გავ­რცელ­და ინ­ტერ­ვი­უს ანონ­სი, სა­დაც ჰარი ამ­ბობს, რომ მას "მა­მი­სა და ძმის დაბ­რუ­ნე­ბა" სურს. ასე­ვე, პრინ­ცი ამ­ბობს, რომ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში მას უღა­ლა­ტეს.

"მინ­და, და­ვიბ­რუ­ნო მამა და ძმა“ - ამ­ბობს პრინ­ცი.

ტომ ბრედ­ბის­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ "მათ არ აჩ­ვე­ნეს შე­რი­გე­ბის სურ­ვი­ლი“, - თუმ­ცა ანონ­სი­დან არ ჩანს, თუ ვის გუ­ლის­ხმობს. ანონსში ასე­ვე ჩას­მუ­ლია კად­რი, სა­დაც ჰარი ამ­ბობს, რომ მას "უღა­ლა­ტეს.“

პრინ­ცი გან­მარ­ტავს, რომ სა­სახ­ლი­დან მე­დი­ას ადა­მი­ა­ნე­ბი მისი და მე­გა­ნის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­გო­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ებს აწ­ვდიდ­ნენ ან მე­დია წერ­და თვი­თონ­ვე მო­გო­ნილ ამ­ბებს.

"ისი­ნი და­წე­რენ ამ­ბავს, ბო­ლო­ში კი მი­ა­წე­რენ, რომ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე არას­დროს აკე­თებს კო­მენ­ტარს. მაგ­რამ დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც დუ­მი­ლი ღა­ლა­ტია", - აღ­ნიშ­ნავს ჰარი.პრინ­ცი ჰარი და მე­გან მარ­კლი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­მე­ფო ოჯა­ხის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვეს. ჰა­რის ამის გამო ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მა­მას­თან და ძმას­თან. გააგრძელეთ კითხვა