"ჩულაკოვკასთან ოკუპანტების 500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა" - კვირის პალიტრა

"ჩულაკოვკასთან ოკუპანტების 500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა"

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ჩულაკოვკას დასახლებულ პუნქტთან ოკუპანტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რუსების 500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„31 დეკემბერს, ხერსონის ოლქის ჩულაკოვკას დასახლების მიმდებარედ, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და სამხედრო აღჭურვილობაზე იერიში მიიტანეს. მტრის დანაკარგებმა 500-მდე დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცი შეადგინა“, - აცხადებენ გენშტაბში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, 1-ელ იანვარს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლების ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს რუს სამხედროებს. მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.