გვარებს შორის დაპირისპირება ეცერის თემში მკვლელობებით დასრულდა - დაკავებულებს შორისაა ერთ-ერთი მოკლულის მამა: რას ჰყვება ადგილობრივი მომხდარზე? - კვირის პალიტრა

გვარებს შორის დაპირისპირება ეცერის თემში მკვლელობებით დასრულდა - დაკავებულებს შორისაა ერთ-ერთი მოკლულის მამა: რას ჰყვება ადგილობრივი მომხდარზე?

1 - ლ იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 12 სა­ათ­ზე, მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის ეცე­რის თე­მის სო­ფელ ჭე­ლირ­ში სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა მოხ­და - კონ­ფლიქ­ტი ორ გვარს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბით და­ი­წყო, რა­საც ორ­მხრი­ვი სრო­ლა მოჰ­ყვა. სრო­ლის შე­დე­გად გარ­დაც­ვალ­ნენ გი­ორ­გი პა­კე­ლი­ა­ნი და გუ­რამ აფ­რა­სი­ძე, დაჭ­რი­ლია ერთი - მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი პა­კე­ლი­ა­ნის ძმა, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი - 28 წლის გი­ორ­გი პა­კე­ლი­ა­ნი, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­რი­გე­ო­ბი­დან ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო, როცა უბან­ში მო­ქე­ი­ფე მე­ზობ­ლებს შე­უ­ერ­თდა. რო­გორც თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, პირ­ველ­მა აფ­რა­სი­ძე­ებ­მა და­ი­წყეს სრო­ლა.

შსს იუ­წყე­ბა, რომ გვა­რებს შო­რის მომ­ხდა­რი სას­ტი­კი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის საქ­მე­ზე სს საქ­მე 109-ე მუხ­ლი­თაა აღ­ძრუ­ლი (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში).

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ამ დრო­ის­თვის 2 პირი ჰყავს და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ყო­ფი­ლა ჩხუ­ბი, მაგ­რამ იქ არ ვი­ყა­ვი და არ შევ­სწრე­ბი­ვარ. მე რომ ჩა­ვე­დი, ჩემს უმ­ცროს ბიჭს, რო­მე­ლიც დაჭ­რი­ლია, გი­ორ­გი კალ­თა­ში ეწ­ვი­ნა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და," - გა­ნა­ცხა­და "რუს­თა­ვი 2" - თან მოკ­ლულ გი­ორ­გი პა­კე­ლი­ა­ნის დე­დამ. მისი თქმით, მის შვი­ლებს გუ­რამ აფ­რა­სი­ძის მა­მამ ეს­რო­ლა, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია.

ambebi.ge ჭე­ლი­რის მკვიდრს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა ისურ­ვა:

"და­პი­რის­პი­რე­ბა გვა­რებს შო­რის არ­სე­ბულ ძველ უთან­ხმო­ებას უკავ­შირ­დე­ბა - პა­კე­ლი­ა­ნებ­სა და აფ­რა­სი­ძე­ებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი წლე­ბის წინ და­ი­წყო, რის გა­მოც პა­კე­ლი­ა­ნე­ბი კა­ხეთ­ში, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­შიც კი გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, მათ იქაც უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდათ თავს - მოკ­ლეს ოჯა­ხის მამა რო­ლანდ პა­კე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნი და მხატ­ვა­რი იყო. გააგრძელე კითხვა