ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა.

ავარიის შედეგად ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაში ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულია ასევე ავტომანქანის მძღოლიც.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები

"ინტერპრესნიუსი"