"ნიჭის აფეთქება" - ვინ არის სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 13 წლის ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები განცვიფრებას იწვევს - კვირის პალიტრა

"ნიჭის აფეთქება" - ვინ არის სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 13 წლის ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები განცვიფრებას იწვევს

"ნი­ჭის აფეთ­ქე­ბა" - ასე აფა­სე­ბენ სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ბავ­შვის მა­რი­ამ ჯა­ნე­ლი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას და თვლი­ან, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი არის ამ ასა­კის თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ასეთ ნა­მუ­შევ­რებს ქმნი­დეს.

მა­რი­ამ ჯა­ნე­ლი­ძე სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან თა­ვად გვე­სა­უბ­რა:

- 13 წლის ხარ და უკვე შემ­დგარ მხატ­ვარს გე­ძა­ხი­ან, ყვე­ლას აო­ცებ, რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, ხატ­ვა რომ და­ი­წყე?

- მარ­თა­ლია ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ... ხატ­ვის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა 12 წლის ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა. ის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში გა­ზი­არ­და ყვე­ლა 2021 წელ­საა შექ­მნი­ლი. მა­ნამ­დე მსგავ­სი დო­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბი არ მქო­ნია.

05012023-1020-1672899625.07_REC.png

- მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი მხატ­ვრე­ბი არი­ან?

- ოჯახ­ში უყ­ვართ ხე­ლოვ­ნე­ბა. დე­და­ჩე­მი ზეთ­ში ხა­ტავს. მა­მა­საც მოს­წონს ხატ­ვა და როცა დრო აქვს, ხა­ტავს.

- სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში სწავ­ლობ? გვი­ამ­ბე პე­და­გო­გებ­ზე, რამ­დე­ნად დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით დღეს რომ ასე კარ­გად ხა­ტავ?

- სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში არ ვსწავ­ლობ, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი წლი­დან ვა­პი­რებ! ხატ­ვა არა­ვის უს­წავ­ლე­ბია, მე ჩე­მით ვის­წავ­ლე. სწავ­ლის პირ­ველ ეტაპ­ზე ჩა­ნა­ხა­ტებს ვა­კე­თებ­დი ფან­ქარ­ში და ვცდი­ლობ­დი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ცოტა ინ­ტერ­ნე­ტიც და­მეხ­მა­რა; კერ­ძოდ, თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დი ხატ­ვის პრო­ცე­სის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს. ამის და­მო­უ­კი­დებ­ლად, სკო­ლა­ში მქონ­და ზო­გა­დი ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვღე­ბუ­ლობ­დი სკო­ლის არტ-კლუბ­ში. მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი ოჯა­ხის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მე­გობ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც ჩემ მხატ­ვრულ წინსვლას გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ.

05012023-1020-1672899655.43_REC.png

- თუ მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სებ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ში?

- ჯერ არა.

- ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლია ხა­ტავ­დე თუ მუზა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ?

- მუზა აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­და­რე­ბით დიდი პრო­ექ­ტე­ბის­თვის. ჩა­ნა­ხა­ტე­ბის­თვის იმ­დე­ნად არა.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რისი და­ხატ­ვა გიყ­ვარს - ბუ­ნე­ბა, ყვა­ვი­ლე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი ?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად პორ­ტრე­ტე­ბი, შემ­დეგ ცხო­ვე­ლე­ბი და ბუ­ნე­ბა...

- ერთ ნა­ხატს და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დენ ხან­ში ქმნი, რთუ­ლია მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი?

- თუ შე­უს­ვე­ნებ­ლად ვხა­ტავ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ-ნა­ხე­ვა­რი დღე ვუნ­დე­ბი. ზო­გი­ერთ ნა­ხატს რამ­დე­ნი­მე კვი­რა მო­ვუნ­დი, რად­გან ინ­ტერ­ვა­ლე­ბით ვხა­ტავ­დი. სირ­თუ­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ნა­ხა­ტის დე­ტა­ლურ დატ­ვირ­თვა­ზე. ზოგ­ჯერ კომ­პო­ზი­ცია და ტექ­სტუ­რა წარ­მო­ად­გე­ნენ სირ­თუ­ლე­ებს. ამ დროს ვცდი­ლობ პრო­ცესს მი­ვენ­დო.

- ქარ­თვე­ლი და მსოფ­ლიო მხატ­ვრე­ბი­დან რო­მე­ლი მოგ­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რებს ძი­რი­თა­დად "იუ­თუ­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით ვეც­ნო­ბი. ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვა­რი-იუ­თუ­ბე­რი drawholic-ია. რა­მო­დე­ნი­მე კვი­რის წინ სკო­ლი­დან წა­მიყ­ვა­ნეს მუ­ზე­უმ­ში, სა­დაც სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი მხატ­ვრის, ია­კობ ჰენ­დრიკ პი­ერ­ნი­ფის ნა­მუ­შევ­რებს გა­ვე­ცა­ნი, რა­მაც დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ქარ­თველ მხატ­ვრებს, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კარ­გად არ ვიც­ნობ. რაც ნა­ნა­ხი მაქვს იქი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ნა­ხა­ტე­ბი მომ­წონს. გააგრძელე კითხვა