"ერთი წელი უშენოდ... როგორ გვაკლიხარ...ლაზარე ყოველ დღე იღებს ტელეფონს და გირეკავს" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ერთი წელი უშენოდ... როგორ გვაკლიხარ...ლაზარე ყოველ დღე იღებს ტელეფონს და გირეკავს" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

5 იან­ვარს, მსახიობ ნიკა ქა­ცა­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­ლდათ. 43 წლის ნი­კას, მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე ნინო ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ბავ­შვებს დღემ­დე სჯე­რათ, რომ მამა დაბ­რუნ­დე­ბა.

ნინო ბე­რი­ძე:

- ერთი წელი უშე­ნოდ ტკი­ვი­ლით და ცრემ­ლე­ბით სავ­სე წელი, მძულს ეს დღე, ეს დილა გა­უ­ხა­რე­ლი ჩემო გა­უ­ხა­რე­ლო ნიკა. რო­გორ გვაკ­ლი­ხარ ნეტა იცო­დე, ლა­ზა­რე ყო­ველ დღე იღებს ტე­ლე­ფონს და გი­რე­კავს, გიყ­ვე­ბა ამ­ბებს და სჯე­რა რომ დაბ­რუნ­დე­ბი, გე­უბ­ნე­ბა: „მამა, მალე მოდი რა­ტომ არ მო­დი­ხარ, მე ხომ მო­მე­ნატ­რე...”

ჩემი გული ვე­ღარ უძ­ლებს ამ­დენს, ბე­დის­წე­რამ რა­ტომ გა­გი­მე­ტა ასე? იმ­ხე­ლა სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი და­ტო­ვე ამ მოკ­ლე ხან­ში რომ დღე­საც შენი სა­ხე­ლით ვცხოვ­რობთ, მეხ­მა­რე­ბი­ან და გვერ­დში მიდ­გა­ნან ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას!

არ ჩა­მოვ­თვლი მათ სა­ხე­ლებს, რად­გან არ მინ­და ვინ­მე გა­მომ­რჩეს, მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­ში დგო­მის­თვის, პირ­ველ რიგ­ში ნი­კა­სი და მერე მისი ოჯა­ხის და­ფა­სე­ბის­თვის. შენ კი ჩემო გა­უ­ხა­რე­ლო სიყ­ვა­რუ­ლო მა­რა­დი­უ­ლი სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს უფალ­მა სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ, ილო­ცე შენი შვი­ლე­ბის­თვის ჩვე­ნო ან­გე­ლო­ზო, ამინ!