"ქართველმა პირობა ვერ შეასრულა" - "ნაპოლის" ქომაგებმა კვარაცხელია და სპალეტი არ დაინდეს - კვირის პალიტრა

"ქართველმა პირობა ვერ შეასრულა" - "ნაპოლის" ქომაგებმა კვარაცხელია და სპალეტი არ დაინდეს

სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა ჟურნალისტებთან მარცხის მიზეზებზე ილაპარაკეს და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზეც გააკეთეს კომენტარი.

"ამ მარცხში დამნაშავე რაჰმანი სულაც არაა, თითის მისკენ გაშვერა უსამართლობა იქნება. სინამდვილეში, მარცხის მთავარი მიზეზი სპალეტია. კვარაცხელია და ლობოტკა ყველაზე ცუდად გამოიყურებოდნენ. ხვიჩამ განაცხადა, რომ თავის თამაშში სიახლეს შეიტანდა, რათა მეტოქეებს მისი შეჩერება ვერ მოეხერხებინათ, მაგრამ "ინტერთან" ეს ვერ ვიხილეთ, მას არაფერი გაუკეთებია", - განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს, ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

Sportall.ge