"გიას სიძე 21 წლის ასაკში გავხდი" - "უცნობის" დიზაინერი ქალიშვილისა და სიძის ცხოვრება: დაპირისპირება ექსპრემიერ კვირიკაშვილთან და მეგობრობა ბუტა რობაქიძესთან
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 2 იანვარს თბილისში, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს თავს დაესხნენ. თავდაპირველად ინფორმაცია პოლიტიკოსმა ვატო შაქარაშვილმა გაავრცელა, თუმცა მას თავდამსხმელი არ დაუსახელებია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ექსმინისტრი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ გიგიშა შარაშიძემ სცემა.
"რუსთავი 2"-თვის მიცემულ კომენტარში შარაშიძე ამ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ჩხუბის დეტალები, თავად მერაბიშვილს შეუძლია, გაამხილოს...
"დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას".
გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გიგიშა შარაშიძის შესახებ საზოგადოებამ პირველად 2017 წელს გაიგო, როდესაც მისი სიმამრი მაშინდელ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს დაუპირისპირდა.
გიგიშა შარაშიძე, სიტროენ ჯორჯიას დირექტორი გახლდათ. უცნობის განცხადებით კი სახელმწიფო შესყიდვები არასწორად ტარდებოდა და მისი თქმით, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც ჰქონდა. მოგვიანებით, შარაშიძემ, ე.წ. კარტელურ გარიგებებზე დოკუმენტაცია კანცელარიაში მიიტანა, იმავე საღამოს კი, უცნობი ტელევიზიით გამოვიდა და საზოგადოებას, მეგობარ კვირიკაშვილისთვის გაგზავნილი მესიჯები სახალხოდ წაუკითხა.
გია გაჩეჩილაძის ქალიშვილმა ირინამ გიგიშა შარაშიძეზე რამდენიმე წლის წინ იქორწინა. წყვილს ერთი ვაჟი, ილია ჰყავთ, რომელიც ბაბუასთან, გია გაჩეჩილაძესთან დიდ დროს ატარებს.
რაც შეეხება თავად ირინა გაჩეჩილაძის საქმიანობას, ის დიზაინერია და ძვირადღირებულ სამკაულებს ამზადებს. აშკარაა, რომ უცნობს სიძესთან გადასარევი ურთიერთობა აქვს. გაჩეჩილაძეები ხშირად ატარებენ დროს საგურამოს აგარაკზე, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება. გააგრძელეთ კითხვა