ცნო­ბი­ლი რუსი რე­ჟი­სო­რი და კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია - კვირის პალიტრა

ცნო­ბი­ლი რუსი რე­ჟი­სო­რი და კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია

ცნო­ბი­ლი რუსი რე­ჟი­სო­რი და კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის თა­ო­ბა­ზე რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო BAZA ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რე­ჟი­სო­რი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზით შე­იყ­ვა­ნეს მოს­კო­ვის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მი­ხალ­კო­ვი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი რუსი რე­ჟი­სო­რი და კრემ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­პა­გან­დის­ტია. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ ის აქ­ტი­უ­რად ეწე­ო­და ან­ტი­ვაქ­სე­რულ აგი­ტა­ცი­ას.

ის გა­და­ცე­მებ­ში მუდ­მი­ვად ავი­თა­რებს სხვა­დას­ხვა კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებს, რო­გორც ვაქ­ცი­ნე­ბის, ასე­ვე გლო­ბა­ლუ­რი შეთ­ქმუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მი­ხალ­კოვს, გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში 77 წელი შე­უს­რულ­და, ის ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ულტრა­კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი და მო­ნარ­ქის­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით. ის სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში მან თქვა, - კო­ვიდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ფარ­ქვეშ, მი­ლი­არ­დე­რი ბილ გე­ით­სი ჩი­პე­ბის პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს, რათა დე­და­მი­წა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­სო...

ambebi.ge