იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: საინტერესო ცვლილებები გველოდება - კვირის პალიტრა

იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: საინტერესო ცვლილებები გველოდება

19 იან­ვრამ­დე მზე თხის რქის ზო­დი­ა­ქო­შია. თხის რქა არის მი­ზან­სწრა­ფუ­ლი, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ნი­შა­ნი. უყ­ვარს მარ­თვა, პრო­ცე­სის კონ­ტრო­ლი. სურს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, და­წი­ნა­უ­რე­ბა, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, რა­საც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად აღ­წევს. სა­სურ­ვე­ლია, ჩვენც გა­მო­ვავ­ლი­ნოთ თხის რქის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი, რათა მი­ვაღ­წი­ოთ მწვერ­ვა­ლებს.

7 იან­ვრი­დან (11 თე­ბერ­ვლამ­დე) მერ­კუ­რი თხის რქა­შია. მერ­კუ­რი 29 დე­კემ­ბრი­დან რეტ­როგ­რა­დულ სვლა­შია. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რომ არ და­უშ­ვათ შეც­დო­მე­ბი ციფ­რებ­თან, ფი­ნან­სებ­თან, მგზავ­რო­ბის დროს არა­ფე­რი და­გა­ვი­წყდეთ, გა­მოგრჩეთ. ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­ნიშ­ნეთ, რომ არა­ფე­რი გა­მო­გე­პა­როთ. სა­სურ­ვე­ლია, მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის დროს არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი. ეს დრო გა­მო­ი­ყე­ნოთ უკვე და­წყე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­კე­თებ­ლად, გა­მო­სას­წო­რებ­ლად, გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

3 იან­ვრი­დან ვე­ნე­რა მერ­წყულ­ში იქ­ნე­ბა 27-მდე. მერ­წყუ­ლი ეპა­ტა­ჟუ­რი, შო­კის­მომ­გვრე­ლი, გა­მომ­გო­ნებ­ლუ­რი, მე­გობ­რუ­ლი ნი­შა­ნია და ვე­ნე­რაც მას­თან სტუმ­რო­ბის დროს მე­ტად ჰა­ე­რო­ვა­ნი და რო­მან­ტი­კუ­ლად გა­და­რე­უ­ლი გახ­დე­ბა. საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. არ გირ­ჩევთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტას სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან; უფრო მე­ტიც, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი მე­გო­ბარ­თან გა­ა­ბას, ფუ­ლის ფლან­გვას რამე ორი­გი­ნა­ლურ­ზე ან და­უ­ფიქ­რე­ბელ­ზე. სა­მა­გი­ე­როდ, სა­უ­კე­თე­სო დროა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ბი­ნის მო­სა­წყო­ბად. ზო­გი­ერთს მო­უნ­დე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სტილ­თან, გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას­თან, გა­ერ­თი­ან­დით თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ლა­მა­ზი, კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 7 იან­ვარს, კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, 3:08-ზე. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წელს კირჩხიბ­ში ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა, ერთი იან­ვარ­ში და მე­ო­რე წლის ბო­ლოს - 27 დე­კემ­ბერს. 7 იან­ვა­რის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მზე თხის რქა­შია, მთვა­რე - კირჩხიბ­ში. ემო­ცი­უ­რი დღეა. მოგ­ვი­წევს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­და­ხედ­ვა, ზო­გი­ერ­თის კო­რექ­ტი­რე­ბა. მი­ი­ღებთ გაკ­ვე­თილს, რაც თქვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა, რაც მო­მა­ვალ­ში სწო­რად მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. არ გირ­ჩევთ აჩ­ქა­რე­ბას, ნუ მი­ა­ტო­ვებთ და­წყე­ბულ საქ­მე­ებს. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

შავი მთვა­რე ლომ­ში გა­და­ვა 8 იან­ვარს და დარ­ჩე­ბა 3 ოქ­ტომ­ბრამ­დე. ლი­ლიტს 9-თვი­ა­ნი ციკ­ლი აქვს, თი­თო­ე­ულ ნი­შან­ში ამ­დენ ხანს რჩე­ბა. ლი­ლი­ტი არაა პლა­ნე­ტა, ესაა ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა აქვს ჩვენ­ზე. ეს არის ჩვე­ნი ში­შე­ბი, ცდუ­ნე­ბე­ბი, მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. კონ­კრე­ტულ ნი­შან­ში ყოფ­ნის დროს ის ავ­ლენს მის ცუდ თვი­სე­ბებს. ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ლომ­ში ყოფ­ნის დროს ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ეგო­ის­ტუ­რო­ბა, ყვე­ლას მო­უნ­დე­ბა სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა, ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და ტყუ­ი­ლი ბა­ქი­ბუ­ქი. არ გირ­ჩევთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბას ბავ­შვებ­თან, მათ მი­ტო­ვე­ბას. სა­უ­კე­თე­სო დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭის გა­მო­სავ­ლე­ნად. იყა­ვით მე­ტად მშვი­დი და გა­აზ­რე­ბუ­ლი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ნუ გა­ი­ფუ­ჭებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რო­მან­ტი­კულ პარტნი­ორ­თან.

9 იან­ვარს მარ­სი ვე­ნე­რას ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა. გააგრძელეთ კითხვა