"ყველი ჩვეულებრივი. ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა" - გურული ღვეზელის რეცეპტი გიორგი კეკელიძისგან - კვირის პალიტრა

"ყველი ჩვეულებრივი. ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა" - გურული ღვეზელის რეცეპტი გიორგი კეკელიძისგან

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­რუ­ლი, იგი­ვე სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლის რე­ცეპტს გვი­ზი­ა­რებს.

"გუ­რუ­ლი ღვე­ზე­ლის გა­მო­ცხო­ბის რე­ცეპ­ტი გუ­რუ­ლად­ვე ჩემ­გან, მო­ნას­მე­ნი და და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან:

ფქვი­ლი უნდა ერთი კილო. ცოტა თუ და­აკ­ლდე­ბა, მაი აფე­რი. დრო­ჟი უნდა ერთი სტო­ლის კობ­ზი. ზუს­ტად. მა­რი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მი­ხედ­ვით. ზეთი ნა­ხე­ვა­რი ჩაის ჭიქა გინ­დებ­ლა­რი­ენ. ყვე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ახლა რომ შო­ბი­ენ ფრონცკის, იმ­ფე­რი არა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. კა­რა­ქიც სიყ­ვა­რუ­ლის მი­ხედ­ვით, ბევ­რი არ ჩა­ა­დღლი­ზოთ. რძეი თუ გაქ­ვენ, უქე­ნით, თუ არ გაქ­ვენ, მა­ინც გა­მო­ცხო­ბა უმის­მა­გი­სოდ. ახლა თვი­თონ გა­მო­ცხო­ბა რა­ფერ უნდა: ფქვილს დუ­უ­მა­ტეთ წყა­ლი, კარ­გად დუ­უ­მიზ­ნეთ, არ მო­ლაშ­ტროთ სტო­ლი, მერე მო­ზი­ლეთ, გა­ა­ბტყე­ლეთ ცე­მენ­ტი­ვით, უქე­ნით ყვე­ლი, კვერ­ცხი, ახა­ლი მთვა­რის ფორ­მა მი­ე­ცით, შე­დე­ვით დუ­ხონ­კა­ში და გა­მე­ი­ღეთ, სა­ნამ მთლა დე­ი­წო­ბა. და ღვე­ძე­ლიც გა­მო­ცხო­ბა.

თქვე­ნი მზა­რე­ულ­თა შო­რის მზა­რე­უ­ლი", - წერს კე­კე­ლი­ძე.

ambebi.ge