"მივმართავთ მოსამართლეს და კატეგორიულად მოვითხოვ, რომ..." - რას აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე? - კვირის პალიტრა

"მივმართავთ მოსამართლეს და კატეგორიულად მოვითხოვ, რომ..." - რას აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი არევაძეს სხდომების ყოველდღიურად ჩანიშვნისკენ მოუწოდებს, რადგან „მიხეილ სააკაშვილს უკვე გონების კარგვის მე-6 ეპიზოდი ჰქონდა“.

ხაჭაპურიძე დღეს კლინიკა „ვივამედიდან“ ექსპრეზიდენტის სამედიცინო ისტორიის გამოთხოვას გეგმავს.

„კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს და გუშინაც გვქონდა საუბარი, დღესაც შევიკრიბებით ადვოკატები. დრო უკვე აღარ ითმენს. ახლა მე ვნახავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

გუშინ, მოგეხსენებათ, გონება დაკარგა. გამოვითხოვ ავადმყოფობის ისტორიას, ჩანაწერებს, გადავუგზავნით ამერიკელ და ქართველს ექსპერტებს და გავერკვევით საქმე რა მოვლენასთან გვქონდა. უკვე მე-6 ეპიზოდი იყო გონების კარგვის. მივმართავთ მოსამართლეს, გადაავადოს თავისი საქმეები ან გადააწეროს სასამართლოს თავმჯდომარეებს, სხვა მოსამართლეებს მის წარმოებაში არსებული საქმეები და მხოლოდ ამ საქმეზე გადმოერთოს. ეს არის აქაური მექანიზმი, რაც შეეხება საზღვარგარეთ, არსებობს სტრასბურგის სასამართლო“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

IPN