ადასტურებს თუ არა ბელგიის პოლიცია ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს? - რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო? - კვირის პალიტრა

ადასტურებს თუ არა ბელგიის პოლიცია ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს? - რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბელ­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, ლიზა ქის­ტა­უ­რის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მოკ­ლე კო­მენ­ტარს აკე­თებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ეტაპ­ზე ბელ­გი­ის პო­ლი­ცია გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს არ ადას­ტუ­რებს. ასე­ვე უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბელ­გი­ურ პო­ლი­ცი­ას­თან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე რჩე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ბელ­გი­ის ქა­ლაქ ან­ტვერ­პენ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქალი ლიზა ქის­ტა­უ­რი წა­მე­ბით მოკ­ლეს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არც ოჯა­ხი ადას­ტუ­რებს.