ავარიას ერთ ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავარიას ერთ ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა ახაშენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო მანქანას დაეჯახა.

შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"