"პოლიციას მისი ვინაობის დასადგენად დიდი დრო დასჭირდა... ლიზას ამოცნობა დედამ შეძლო" - ახალი დეტალები ბელგიიდან - კვირის პალიტრა

"პოლიციას მისი ვინაობის დასადგენად დიდი დრო დასჭირდა... ლიზას ამოცნობა დედამ შეძლო" - ახალი დეტალები ბელგიიდან

ბელ­გი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, ლიზა ქის­ტა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, სა­კონ­სუ­ლო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან.

"ბელ­გი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში შე­ვი­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. სა­კონ­სუ­ლო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან. გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა" - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო უწყე­ბა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი დე­დამ ამო­იც­ნო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბელ­გი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც AMBEBI.GE-ს წყა­რო ეუბ­ნე­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნის­თვის დრო იმის გამო დას­ჭირ­დათ, რომ ცხე­და­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, ბელ­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, ლიზა ქის­ტა­უ­რის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ გავ­რცელ­და.