ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, დაშავდა 3 ადამიანი - კვირის პალიტრა

ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, დაშავდა 3 ადამიანი

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განაცხადეს, ორი დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი საუნივერსიტეტო კლინიკაში, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.