"ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, გადაეცით მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ ქვეყანას - თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას" - რას აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი? - კვირის პალიტრა

"ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, გადაეცით მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ ქვეყანას - თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას" - რას აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი?

ოპტიმალური გადაწყვეტილებაა - გადაეცით ადამიანი [სააკაშვილი] ნებისმიერ ქვეყანას. თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას, ეს პრობლემა არაა საერთოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა იულია ლატინინას გადაცემაში განაცხადა.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, უკრაინა საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინას გადასცენ, ხოლო თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ გადაიყვანონ მესამე ქვეყანაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, საჭირო მკურნალობის მისაღებად.

„ეს რაც ოფიციალური პოზიციაა. პირადად ჩემს პოზიციას რაც შეხება, ის უფრო რადიკალურია. მე ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას განზრახ სურს საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, სახელმწიფოდ, რომელმაც განზრახ აწამა თავისი პრეზიდენტი ციხეში. ასე გამოიყურება ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის.

მე მარტივ რჩევას ვაძლევ, ჩარევის გარეშე, პირდაპირ ვეუბნები მათ - ნახეთ, ამჟამინდელი მთავრობის, ზოგადად სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა, პარტიისა, რომელსაც რატომღაც ასე მოსწონს რუსეთი, არ გააკეთოთ ისე, რომ საკუთარი თავი, საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაწეროთ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.