თბილისში პოლიციელი მოკლეს - კვირის პალიტრა

თბილისში პოლიციელი მოკლეს

თბილისში პოლიციელი მოკლეს. არსებული ცნობით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მკვლელობის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

"ინტერპრესნიუსი"