სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.

არსებული ცნობით, მკვლელობა სანადირო თოფიდან განხორციელდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"