მოსკოვის მახლობლად, 36 წლის მზარეულმა ქალმა კაფეს დირექტორი, ქართველი მამაკაცი მოკლა: ნახეთ კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეო - კვირის პალიტრა

მოსკოვის მახლობლად, 36 წლის მზარეულმა ქალმა კაფეს დირექტორი, ქართველი მამაკაცი მოკლა: ნახეთ კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეო

მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად, კაფე "სა­ხინ­კლე თბი­ლი­სო­ში" 36 წლის მზა­რე­ულ­მა ქალ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი, ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი ცივი იარ­ღით დაჭ­რა. კაცი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მა აქ­ვეყ­ნებს რეს­ტორ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც მკვლე­ლო­ბის სცე­ნა ჩანს. მე­დი­ის ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ქალ­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, კაცი ქალს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, რის შემ­დე­გაც ახალ­გაზ­რდა ქალი და­ნით მი­ვარ­და და მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

ქალი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბა და­ა­კა­ვეს და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ქალი, რო­მე­ლიც ტა­ჯი­კე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეო იხილეთ ბმულზე