თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს - კვირის პალიტრა

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

IPN