"წარსულს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ თურმე უამრავი ადამიანი შემომეცალა... ძალიან მწყინდა" - რას წერს გივიკო დიდია? - კვირის პალიტრა

"წარსულს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ თურმე უამრავი ადამიანი შემომეცალა... ძალიან მწყინდა" - რას წერს გივიკო დიდია?

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს:

წარსულს გადავხედე და აღმოვაჩინე , რომ თურმე უამრავი ადამიანი შემომეცალა .

ასე თავისთვის , ნელ-ნელა გაქრნენ .

რაღაცეებმა დროს ვერ გაუძლო ,

ვიღაცეებისთვის უფრო სხვა , მნიშვნელოვანი ადამიანები გამოჩნდნენ.

ადრე მწყინდა , ძალიან მწყინდა , მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ საწყენი სულაც არაა .

მერე რა მოხდა ადრე თუ სადღაც სიის თავში იდექი , დღეს უკვე ბოლოში არ ხარ.

ეს ხომ ცხოვრებაა? თუმცა, არიან ადამიანები, დრო რომ ვერაფერს უხერხებს.

დიდი ხნის წინ რომ რაღაც ამბავზე გაჩერდი და შეხვედრისთანავე ზუსტად იმ ამბით აგრძელებ საუბარს .

უბრალოდ კი არ ეკითხები, ან გეკითხება როგორ ხარ?

ლაპარაკობ და იცლები ბოლომდე . იცი რომ შენ წინ მჯდომი , სადაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა გახდეს მომავალში, ის მაინც ზუსტად ისეთი იქნება, ზუსტად ისე გააგრძელებ ლაპარაკს , სადაც გაჩერდი და იმისგან ზუსტად იგივე სითბო წამოვა.

არსებობენ ასეთი ადამიანები , ოღონდ ცოტა.

ასეთებს დრო მართლა ვერაფერს უშვრება.

ასეთებს გაფრთხილება, სითბო და სიყვარული სჭირდებათ," - წერს გივიკო დიდია.

"უბრალოდ მინდოდა მეთქვა , რომ ძალიან მიყვარხართ და ვისაც ახლა სახე ჩამოგიტრით გაიღიმეთ . ცხოვრება არც ისე ცუდია . გიხაროდეთ , რომ ჯანმრთელი ხართ და გახსოვდეთ . ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება", - წერს დიდია.

ონი, რაჭა