ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჯაშუში, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს - ანა მონტესი თავისუფალია - კვირის პალიტრა

ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჯაშუში, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს - ანა მონტესი თავისუფალია

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 20 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ცივი ომის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჯა­შუ­ში ანა მონ­ტე­სი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მონ­ტე­სი, რო­მე­ლიც ახლა 65 წლი­საა, პენ­ტა­გო­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ში ანა­ლი­ტი­კო­სად მუ­შა­ობ­და და კუ­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შობ­და.

2001 წელს მისი და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მან თით­ქმის სრუ­ლად გას­ცა აშშ-ს დაზ­ვერ­ვის ოპე­რა­ცი­ე­ბი კუნ­ძულ­ზე.

ერთ-ერთი მათ­გა­ნის თქმით, მონ­ტე­სი იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში აგენ­ტი, რო­მე­ლიც ოდეს­მე და­უ­კა­ვე­ბი­ათ ამე­რი­კის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ებს და მან დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს.

მი­შელ ვან კლივ­მა, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუ­შის დროს, 2012 წელს კონ­გრესს გა­ნუ­ცხა­და, რომ მონ­ტეს­მა კუნ­ძულ­ზე ამე­რი­კე­ლი აგენ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ფორ­მა­ცია გას­ცა.

"კუ­ბე­ლებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ მათ შე­სა­ხებ ვი­ცო­დით და შე­ეძ­ლოთ თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, მან შეძ­ლო კო­ლე­გებ­თან პი­რა­დი სა­უბ­რე­ბით გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა კუ­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა­ზე და, ამას­თა­ნა­ვე, შეძ­ლო მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ის ინ­ფორ­მა­ცი­აც, რო­მე­ლიც მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მიღ­მა იყო," - გა­ნა­ცხა­და ვან კლივ­მა.

მონ­ტესს და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ბრა­ლი დას­დეს დაზ­ვერ­ვის ოთხი ამე­რი­კე­ლი ოფიც­რის ვი­ნა­ო­ბის გათ­ქმა­სა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლის გამ­ხე­ლა­ში. მას 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას მო­სა­მარ­თლემ თქვა, - მის­მა ქმე­დე­ბებ­მა საფრ­თხე შე­უქ­მნა მთე­ლი ამე­რი­კე­ლი ერის უსაფრ­თხო­ე­ბა­სო. გააგრძელეთ კითხვა