"ჩემო სულო, ჩემო მეგობარო, ჩემო სიყვარულო..." - ვინ არის ქართველი გოგო, რომელზეც სოფი ლორენის ვაჟია შეყვარებული? - კვირის პალიტრა

"ჩემო სულო, ჩემო მეგობარო, ჩემო სიყვარულო..." - ვინ არის ქართველი გოგო, რომელზეც სოფი ლორენის ვაჟია შეყვარებული?

სოფი ლო­რენს ქარ­თვე­ლი სარ­ძლო ჰყავს, ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია "რუს­თა­ვი 2“-მა გა­ავ­რცე­ლა. ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის ვაჟი, კარ­ლო პონ­ტი ზუმ­ბას ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტორ მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვილ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. წყვი­ლის რო­მა­ნი უკვე თით­ქმის 2 წე­ლია გრძელ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2021 წლის 14 მარტს მა­რი­ა­მის ფო­ტო­ზე მი­წე­რი­ლი კომ­პლი­მენ­ტით და­ი­წყო.

კარ­ლო პონ­ტი-უმ­ცრო­სი საყ­ვა­რელ ქალს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად აკი­თხავს. რო­გორც გა­ირ­კვა, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს, 29 დე­კემ­ბერს, ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის კონ­ცერტსაც და­ეს­წრო თბი­ლის­ში. ახალ წელს კი დიღ­მის მა­სივ­ში შეხ­ვდა.

წყვი­ლი მე­დი­ას­თან არ სა­უბ­რობს. მივა თუ არა ქორ­წი­ლამ­დე მათი ურ­თი­ერ­თო­ბა, უც­ნო­ბია. მა­რი­ამს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი ჰყავს. ის შვილ­თან ერ­თად ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს და სოცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­რი­ა­მის ვა­ჟი­სა და კარ­ლო პონ­ტის სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბიც იძებ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა 54 წლის წლის პონ­ტის, ის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო უნ­გრელ ქალ ან­დრეა მე­ზა­რო­სი­ზე. მათი ქორ­წი­ლი 2004 წლის 18 სექ­ტემ­ბერს შედ­გა. ჰყავთ 2 შვი­ლი - ვი­ტო­რიო და ბე­ატ­რის ლარა.

კარ­ლო პონ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2016 წელს ქარ­თვე­ლო მეცო სოპ­რა­ნოს ნინო სურ­გუ­ლა­ძის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და. პონ­ტი მისი თა­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი დი­რი­ჟო­რად მი­იჩ­ნე­ვა. მან ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა. მისი მუ­სი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა პა­რიზ­ში, 8 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. "ინსტაგრამზე" მა­რი­ა­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც კარ­ლო პონ­ტი უწერს:

"ჩემო სულო, ჩემო მე­გო­ბა­რო და ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო... სა­მუ­დამ და ყო­ველ­თვის".

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტო/ვიდეო მასალა ლინკზე