"მეგანს საკურთხეველთან წვერის გარეშე რომ დავხვედროდი, ალბათ ვერც კი მიცნობდა... ამას მხოლოდ წვეროსანი ხალხი გაიგებს"
როგორც პრინცმა ჰარიმ ITV-თან ინტერვიუში განაცხადა, ის დღემდე გულში ინახავს ერთ მწარე მოგონებას, როცა უილიამმა, ქორწილის დღისთვის, წვერის გაპარსვა მოსთხოვა. მისი თქმით, სიბრაზის მიზეზსს მხოლოდ "წვეროსანი ხალხი გაიგებს".
უმცროს ძმას ჰგონია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ეჭვიანობა და ჯიბრი იყო - თურმე 2008 წელს, როცა პრინცი უილიამი სამხედრო დავალების შესასრლებლად მიდიოდა, ელისაბედ II-მ მას წვერის გაპარსვა მოსთხოვა, თუმცა მის უმცროს ძმას ნება დართო, თავის ქორწილში სამხედრო ფორმით და წვერით წარმდგარიყო სტუმრების წინაშე.
ჰარი ამბობს, რომ წვერი მისთვის "შფოთვისგან დამცავ ერთგვარ ფარს“ წარმოადგენს.
"მგონი, უილიამისთვის რთული მისაღები აღმოჩნდა ის, რომ მას წვერის გაპარსვა მოსთხოვეს, მე კი, ჩემი ქორწილის დღეს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და გაუპარსავი მივედი. ვთქვი, რომ მეგანს საკურთხეველთან წვერის გარეშე რომ დავხვედროდი, ალბათ ვერც კი მიცნობდა.“
პრინცი განაგრძობს:
"წვერის გარეშე ძალიან, ძალიან უცხოდ ვიგრძნობდი თავს და ეს მათთვის, ვისაც ის არასდროს გაუზრდია, ალბათ რთული გასაგები იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, წვეროსანი ხალხი მიხვდება და იტყვის: "აჰ, არა, სრულიად გასაგებია, მესმის“. გააგრძელეთ კითხვა