"მეგანს საკურთხეველთან წვერის გარეშე რომ დავხვედროდი, ალბათ ვერც კი მიცნობდა... ამას მხოლოდ წვეროსანი ხალხი გაიგებს" - კვირის პალიტრა

"მეგანს საკურთხეველთან წვერის გარეშე რომ დავხვედროდი, ალბათ ვერც კი მიცნობდა... ამას მხოლოდ წვეროსანი ხალხი გაიგებს"

რო­გორც პრინცმა ჰა­რიმ ITV-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ის დღემ­დე გულ­ში ინა­ხავს ერთ მწა­რე მო­გო­ნე­ბას, როცა უი­ლი­ამ­მა, ქორ­წი­ლის დღის­თვის, წვე­რის გა­პარსვა მოს­თხო­ვა. მისი თქმით, სიბ­რა­ზის მი­ზეზსს მხო­ლოდ "წვე­რო­სა­ნი ხალ­ხი გა­ი­გებს".

უმ­ცროს ძმას ჰგო­ნია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და ჯიბ­რი იყო - თურ­მე 2008 წელს, როცა პრინ­ცი უი­ლი­ა­მი სამ­ხედ­რო და­ვა­ლე­ბის შე­სასრლებ­ლად მი­დი­ო­და, ელი­სა­ბედ II-მ მას წვე­რის გა­პარსვა მოს­თხო­ვა, თუმ­ცა მის უმ­ცროს ძმას ნება დარ­თო, თა­ვის ქორ­წილ­ში სამ­ხედ­რო ფორ­მით და წვე­რით წარმდგა­რი­ყო სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე.

ჰარი ამ­ბობს, რომ წვე­რი მის­თვის "შფოთვის­გან დამ­ცავ ერ­თგვარ ფარს“ წარ­მო­ად­გენს.

"მგო­ნი, უი­ლი­ა­მის­თვის რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა ის, რომ მას წვე­რის გა­პარსვა მოს­თხო­ვეს, მე კი, ჩემი ქორ­წი­ლის დღეს სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი და გა­უ­პარ­სა­ვი მი­ვე­დი. ვთქვი, რომ მე­განს სა­კურ­თხე­ველ­თან წვე­რის გა­რე­შე რომ დავ­ხვედ­რო­დი, ალ­ბათ ვერც კი მიც­ნობ­და.“

პრინ­ცი გა­ნაგ­რძობს:

"წვე­რის გა­რე­შე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან უცხოდ ვიგ­რძნობ­დი თავს და ეს მათ­თვის, ვი­საც ის არას­დროს გა­უზ­რდია, ალ­ბათ რთუ­ლი გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, წვე­რო­სა­ნი ხალ­ხი მიხ­ვდე­ბა და იტყვის: "აჰ, არა, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, მეს­მის“. გააგრძელეთ კითხვა