"გაოცებული ვარ...“ - რას წერს სოფი ლორენის ქართველი სარძლო "ფეისბუქზე"? - კვირის პალიტრა

"გაოცებული ვარ...“ - რას წერს სოფი ლორენის ქართველი სარძლო "ფეისბუქზე"?

მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ორი დღის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტორ­ზე ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, სოფი ლო­რე­ნის ვაჟი, კარ­ლო პონ­ტი ჯუ­ნი­ო­რი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ბევ­რი და­ი­წე­რა.

მა­რი­ა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლია, რად­გან ძი­რი­თა­დად პო­ზი­ტი­უ­რი მე­სი­ჯე­ბი მი­ი­ღო.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ ყვე­ლას ასე­თი პო­ზი­ტი­უ­რი მე­სი­ჯე­ბის­თვის და გა­მოხ­მა­უ­რე­ბის­თვის,სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, მიყ­ვარ­ხართ...“ - წერს მა­რი­ა­მი.

მა­რი­ა­მი 32 წლის არის, კარ­ლო პონ­ტი ჯუ­ნი­ო­რი 54 წლის, თუმ­ცა ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბას ხელი არ შე­უშ­ლია მათი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის.

კარ­ლო პონ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2016 წელს, ქარ­თვე­ლი მეცო სოპ­რა­ნოს ნინო სურ­გუ­ლა­ძის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და. პონ­ტი მისი თა­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ერ დი­რი­ჟო­რად მი­იჩ­ნე­ვა. მან ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა. მისი მუ­სი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა პა­რიზ­ში, 8 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. მა­რი­ა­მი "ინ­სტაგ­რამ­ზე" შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც კარ­ლო პონ­ტი უწერს:

"ჩემო სულო, ჩემო მე­გო­ბა­რო და ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო... სა­მუ­და­მოდ და ყო­ველ­თვის".