"შეძლო კი ჩემმა შვილმა, არ გატეხილიყო ბრძოლის ველზე... უფალთან მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა" - რას წერს არჩილ ხოფერია - კვირის პალიტრა

"შეძლო კი ჩემმა შვილმა, არ გატეხილიყო ბრძოლის ველზე... უფალთან მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა" - რას წერს არჩილ ხოფერია

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ორმოცი დღე გავიდა ჩემი შვილის გასვლიდან ამქვეყნიურიდან და დიდი სამსჯავროდან...

მკითხა დღეს ერთმა კარგმა კაცმა მეშინოდა თუ არა ?

ვუთხარი: რომ ბრძოლის ველზე არ მეშინოდა და ნამდვილად არ მეშინოდა.. ერთხელ მხოლოდ როცა ჩემს უკან ახლოში ნაღმი აფეთქდა უკან მოხედვის შემშინდა იმის შემეშინდა რომ დაფლეთილ დაცხრილული ჩემი თანამებრძოლები და მეომრები არ მენახა...

მერე ვუთხარი რისიც მართლა მეშინოდა მთელი ცხოვრება რომ მთავარში ომის ველს გარეთ სადაც ჩვენი ცხოვრების მდინარე გასდის არ შემშლოდა ცდუნებას არ ეძლია ძალაუფლებას ხიბლს არ მოვეხიბლე ..ფულში არ შემშლოდა ..ქალს არ ვეცდუნებინე ..იმ ხალხს ვისაც ჩემი იმედი ქონდა ჭირში არ მეღალატა.. ამას ვასწავლიდი ჩემ შვილს არ ვიცი მე როგორ გამომივიდა და როგორ გამომივა მაგრამ ახლა უფრო მეშინია ამის მეყოფა კი ძალა?

და დღეს ვფიქრობდი შეძლო კი ჩემმა შვილმა არ გატეხილიყო ბრძოლის ველზე არ ეცდუნებინა ქალს და არ დაებრმავებინა ოქროს ? უფალთან თითონ მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა მაგრამ მე ვფიქრობ რომ მყარად იდგა ამქვეყნიურ გამოწვევებთან და თუ სადმე ამათ გარეშე შეშალა რამეთუ არარს კაც იცხოვროს და არ შეეშალოს აპატიე უფალო მიიღე მისი ბრძოლა და სული და ჩვენ მოგვკითხე მის მასწავლებლებს... " - წერს არჩილ ხოფერია.