3 სტომატოლოგიური პროცედურა, რომელშიც თანხა არ უნდა დაზოგოთ - კვირის პალიტრა

3 სტომატოლოგიური პროცედურა, რომელშიც თანხა არ უნდა დაზოგოთ

სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, სტომატოლოგიური კლინიკის ფასებია, თუმცა ამ დროს, რა თქმა უნდა, არ უნდა იფიქროთ, რომ სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკა ერთნაირ მომსახურებას გთავაზობთ და განსხვავება მხოლოდ ფასშია. ბიუჯეტურ კლინიკებში მომსახურებაც ფასის შესაბამისი იქნება. როგორც Blits Dental Clinc - ში აღნიშნავენ, სამედიცინო და მათ შორის სტომატოლოგიური მომსახურების მიღების დროს თანხის დაზოგვა არაგონივრული მიდგომაა, რადგან დაბალი ხარისხის სამუშაო მასალებითა და არაკვალიფიციური სტომატოლოგების მიერ გაწეული მომსახურება საბოლოოდ შეიძლება იმაზე მეტი დაგიჯდეთ, ვიდრე ეს მაღალი დონის კლინიკაში დაგიჯდებოდათ.

როდესაც საქმე ეხება პირის ღრუს ჯანმრთელობას, თანხის დაზოგვა სწორი გამოსავალი არასდროს არ არის, იქნება ეს: ბრეკეტები, იმპლანტი, კარიესის მკურნალობა, ორთოპედია, გნათოლოგია, ორთოდონტია თუ სხვა სერვისი.

გაგაცნობთ თბილისის რამდენიმე წამყვან კლინიკაში აღნიშნული მომსახურების დაახლოებით ღირებულებას:

· იმპლანტების ფასი 900 ლარიდან იწყება და 4,500 ლარამდე ადის. ფასი დამოკიდებულია პროდუქტის ბრენდსა და მწარმოებელ ქვეყანაზე. რაც უფრო მაღალი დონის ბრენდის იმპლანტს აირჩევთ, მით უფრო ძვირის გადახდა მოგიწევთ.

· გვირგვინების ფასი 350 ლარიდან იწყება და 900 ლარამდე ადის, ვინირები კი - 500-900 ლარი.

· ბრეკეტების ღირებულება 1,000 ლარიდან იწყება და სისტემის ტიპის მიხედვით 6,000 ლარამდე ადის.

აღნიშნული მომსახურების მიღება დაბალი დონის სტომატოლოგიურ კლინიკებში შეიძლება ნახევარ ფასადაც კი შემოგთავაზონ, თუმცა ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის საკითხები, რომლებიც ფასს განსაზღვრავენ. მათ შორის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამუშაო მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ხარისხს. რაც უფრო მაღალტექნოლოგიურია სტომატოლოგიური კლინიკა, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. მაგალითად, თანამედროვე კლინიკები სრულად ციფრული აპარატებით მუშაობენ, რაც ექიმებს მაქსიმალური სიზუსტით მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ასეთია CEREC სისტემა, რომელიც ექიმებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან კბილის კონსტრუქცია და დავამზადოთ ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული რესტავრაციები. ეს შეიძლება იყოს: გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი პროთეზები და ა. შ. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, კბილის ტექნიკის სამუშაოს ასრულებს კომპიუტერი, იუველირული სიზუსტით. ჩვეულებრივი ანაბეჭდის ნაცვლად ექიმი იყენებს დელიკატურ ოპტიკურ ანაბეჭდს. მიღებული კონსტრუქცია იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს კორექტირებას. სისტემის მთავარ უპირატესობებად მოიაზრება ის, რომ კბილის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ვიზიტში.

321666877-851466912634921-1969921324296366454-n-1673332632.jpg

სტომატოლოგიურ პროცედურაში თანხა რომ არ დაზოგოთ, ამაში ექიმების კვალიფიკაციის საკითხში გარკვევაც დაგარწმუნებთ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი მუდმივად იღებდნენ განათლებას და გადიოდნენ ტრენინგს/გადამზადებას ახალი მასალებითა და ინოვაციური აპარატურით მუშაობის შესახებ. ეს კი თავისთავად გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც შემდეგ კლინიკის მომსახურების ფასებში აისახება.

ფასის განსაზღვრისას არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაო მასალები. მედიცინის განვითარებასთან ერთად მუდმივად ვითარდება და იხვეწება სამუშაო მასალებიც. თანამედროვე მასალები მეტად მიახლოებულია ბუნებრივ კბილთან, მეტად ბიოთავსებადია და ამავდროულად, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვს, შესაბამისად მათი ღირებულებაც უფრო მაღალია.

არ დაზოგოთ თანხა სტომატოლოგიური მომსახურების მიღების დროს და საბოლოოდ ნამდვილად მოგებული დარჩებით.

(R)